აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება დაგემართოს - პაატა იმნაძე
აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ
მთავარია ვინ იღუპება - იღუპება აუცრელი ადამიანი,- ამის შესახებ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა
იმნაძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დელტა შტამი უფრო გადამდებია.
„ადამიანს ვირუსი როცა ემართება, იქ დიდი განსხვავება არ არის,
კორონას რომელი შტამი დაემართება. ამას ეპიდემიოლოგებისთვის აქვს დიდი
მნიშვნელობა, რადგან დელტა შტამი გაცილებით უფრო გადამდებია“, -
განაცხადა პაატა იმნაძემ.
24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო
აცრა 4 927-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 955 943 აცრა
გაკეთდა.
მასალის გამოყენების პირობები