გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი ამინდი
იქნება. ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე გათბება.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის
განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +14 გრადუსი
დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა
მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება,
ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +16 გრადუსია
მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები