Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 867 071-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა გაიზარდა 809 830.
კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 407 პირი
ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 დეკემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.56% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.13%.
მასალის გამოყენების პირობები