70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარი იქნება
მომავალი წლიდან პენსიის მოცულობა იზრდება, - ამის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე
განაცხადა.
როგორც მან განმარტა, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია
განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის
პირთათვის 300 ლარის ოდენობით.
„მომავალ წელს იზრდება პენსიის მოცულობა. 2022 წლის იანვრიდან 70
წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის
და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან
დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს
312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება
პენსია“, - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები