ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის ინფორმაციით,
ბავშვთა კლინიკაში 92 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 17
რეანიმაციულ განყოფილებაშია. ორი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად
მძიმეა.
„რამდენიმე კვირაში ბავშვებში სავარაუდოდ შემთხვევების რაოდენობა
მოიმატებს, რადგან „ომიკრონი" განსაკუთრებით სწრაფად მოზარდებში
ვრცელდება“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.
საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20
დეკემბერს გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 913
738 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 866 339,
გარდაიცვალა 13 169 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები