დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, 21 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ე.წ.
ბუსტერ დოზა 50 209 ადამიანს აქვს გაკეთებული.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 399 482
აცრა.
„14 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 399 482 აცრა. სულ
მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 260 157 ადამიანი. სრულად
ვაქცინირებულია 1 088 111 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 37.9%-ს
შეადგენს. ე.წ. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 50 209 ადამიანს. 20
დეკემბერს კი 10 948 ადამიანი აიცრა“, - ნათქვამია დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები