სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს
საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი იმ საქმეზე უნდა გაიმართოს,
რომელზეც მიხეილ სააკაშვილი ერთხელ უკვე არ გამოცხადდა. საქმე ეხება
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას.
ადვოკატისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი
სხდომას. შოთა თუთბერიძის თქმით, დაცვის მხარეს რამდენიმე
შუამდგომლობა აქვს.
„პრინციპში, მას საქართველოში დაბრუნებას, საქართველოში შემოსვლას
ედავებიან, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ საქმის მთავარი მიზანი
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებაა, როგორც ეს, თავის დროზე,
პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა. გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა,
რომელსაც სასამართლო სხდომაზე დავაყენებთ. ვფიქრობ, ეს სასამართლოს
საქმის მრავალმხრივად გამოკვლევაში დაეხმარება“, - აცხადებს ადვოკატი
შოთა თუთბერიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს
დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები