Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 916 477-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 072 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა გაიზარდა 869 411. კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში
13 221 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.19%.
მასალის გამოყენების პირობები