მწვანე პასპორტებს“ ის აუცრელებიც მიიღებენ, ვინც კოვიდზეც არ გატესტილან - ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემაში
ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ
გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ
კომუნიკაცია.
NCDC-ის დირექტორის თქმით, შესაბამისი ნორმატიული აქტი ჯანდაცვის
სამინისტრომ გამოსცა.
„ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, ტესტირება აუცილებელი არ არის,
ომიკრონი ისე ცირკულირებს. სასურველია, ისინი სიმპტომების შემთხვევაში
გადავიდნენ იზოლაციაში,“ — თქვა ამირან გამყრელიძემ დღეს, 25 იანვარს
გამართულ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები