გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მარტამდე საქართველოში
მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის
ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა.
უწყების ინფორმაციით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, მთიან
რეგიონებში ქარბუქი, ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით
იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს
მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში
ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები