ეთნიკური უმცირესობებისა და ქართველი მუსლიმების პრობლემები - შეხვედრა თელავში
27 ივნისს ქალაქ თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, „პლატფორმა სალამ“, „სოლიდარობის თემმა“ და „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ სოლიდარობის ტურის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობებისა და ქართველი მუსლიმების წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ დომინანტურ საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა სალამის“ წევრი აიჰან ჰასანლი SPEQTRI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა ზუგდიდსა და ქუთაისში, თელავი იყო მესამე მუნიციპალიტეტი.
„შეხვედრებზე ვსაუბრობთ ჩვენს პრობლემებსა და საჭიროებებზე, ასევე ვსაუბრობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე. ვეცნობით მუნიციპალიტეტების მოსახლეობას.

მარნეულში გვექნება მასშტაბური დასკვნითი შეხვედრა. ღონისძიებას დანარჩენი შვიდი მუნიციპალიტეტიდან შერჩეული სტუმრები დაესწრებიან,“ - ამბობს აიჰან ჰასანლი.

შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი პრობლემა იყო ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ინტეგრაციის პროცესი ჯერ არც დაწყებულა, რადგან ის აუცილებელი პირობები, რომლებიც ქმნის რეალურ ინტეგრაციას - ენის პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა, კულტურის პოლიტიკა, საჯარო სექტორში დასაქმების საკითხი, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ჯერ არ არსებობს,“ - განმარტავს აიჰანი.

მისივე თქმით, განსხვავებული პრობლემები აქვთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, სომხებსა და ასევე ქართველ მუსლიმებსაც.

„ეთნიკურად აზერბაიჯანელების შემთხვევაში, ძირითადი პრობლემებია საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, საჯარო სექტორში დასაქმება, განათლების სისტემაში არსებული პრობლემები - სტატისტიკის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საბავშვო ბაღების რაოდენობა სამჯერ ნაკლებია, საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან შედარებით.

სკოლებში არის პროფესიონალური კადრების დეფიციტი, ქართულ ენას სრულყოფილად არავინ ასწავლის, სკოლების უმრავლესობა ავარიულ მდგომარეობაშია, სახელმძღვანელოები არ არის სრულყოფილად ნათარგმნი, არ იბეჭდება საქართველოში, ჩამოაქვთ მეზობელი ქვეყნებიდან, ქართული ენის სწავლა ფასიანია, რაც არის პირდაპირი დისკრიმინაცია და ხელს უშლის [ეთნიკურ უმცირესობებს] სახელმწიფო ენის სწავლაში. 1+4 პროგრამის ფარგლებში, ქართული ენის მოსამზადებელი კურსის ღირებულება 2250 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი გვარების საკითხი - დღევანდელი კანონმდებლობა არ გვაძლევს საშუალებას, დავიბრუნოთ ჩვენი ავთენტური გვარები,“ - აცხადებს ჩვენთან საუბარში აიჰან ჰასანლი.

განსხვავებული პრობლემები აქვს საქართველოში მცხოვრებ სომხურ თემს. მათ შორისაა, საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი.

აიჰან ჰასანლის განმარტებით, იმ სომეხ მოსახლეობას, რომელიც საქართველოდან მეზობელ ქვეყნებში სამუშაოდ იყო წასული, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რადგან ქვეყანაში 2013 წელს „მოქალაქეობის შესახებ“ ახალი კანონი მიიღეს. ამ დოკუმენტის შესაბამისად, საჭირო გახდა ქართული ენის გამოცდის ჩაბარება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უმრავლესობა ასაკოვანია, ვერ აბარებენ შესაბამის გამოცდას და ვერ იბრუნებენ საქართველოს მოქალაქეობას,“ - გვეუბნება აიჰანი.

ქართველი მუსლიმებისთვის უდიდეს პრობლემას მეჩეთების მშენებლობა წარმოადგენს. პლატფორმა სალამი მიიჩნევს, რომ მართალია, ამ კუთხით, კანონმდებლობაში არანაირი პრობლემა არ არსებობს, თუმცა, ასევე არ არსებობს პოლიტიკური ნება, თუნდაც, კერძო ტერიტორიაზე, საკუთარი ხარჯით ააშენონ მეჩეთი.

„ქართველი მუსლიმების თემმა ორი სასამართლო პროცესი მოიგო. პირველი სასამართლო დავა ეხებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მეჩეთის მშენებლობისთვის ნებართვის არგაცემას. სასამართლომ მუნიციპალიტეტის პოზიცია დისკრიმინაციულად შეაფასა.

კიდევ ერთი პრობლემაა ქართველი მუსლიმების კულტურისა და ტრადიციების არაღიარების საკითხი. მაგალითად, არსებობს უამრავი მეჩეთი, რომელიც აშენებულია ორი და მეტი საუკუნის წინ, თუმცა კულტურის სამინისტრო და დღევანდელი კულტურის პოლიტიკა არ აღიარებს მათ. არცერთ მუზეუმში ხულოსა თუ აჭარაში არ არსებობს ქართველი მუსლიმების კულტურასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
აღსანიშნავია, ქართველი მუსლიმების ინტეგრაციის პრობლემაც. ხშირად ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლებიც არიან,“ - ამბობს აიჰან ჰასანლი.

მისივე შეფასებით, მსგავსი სახის შეხვედრები მეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისა და ქართველი მუსლიმი თემის საჭიროებები და პრობლემები.

„მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეთნიკურ უმცირესობებში არსებობს ენის პრობლემა, დომინანტური საზოგადოება მოგვიწოდებს, რომ ვისწავლოთ ქართული ენა. ჩვენ მათ ვუხსნით, ის, რომ არ ვიცით ქართული ენა, არა ჩვენი, არამედ განათლების სისტემის პრობლემაა, რადგან გვინდა ქართული ენის სწავლა, თუმცა არ გვაქვს შესაბამისი პირობები.

ენის საკითხთან მიმართებით, ჩვენი მიდგომა არის ასეთი, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა არ უნდა ისწავლონ სახელმწიფო ენა მშობლიური ენის ფასად.

დღევანდელი საქართველოს რეალობაში, ის ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი მშობლიური ენის ხარჯზე, სწავლობენ ქართულ ენას და დადიან სხვადასხვა ქართულ სკოლაში, სრულყოფილ განათლებას ვერ იღებენ, ვერ სწავლობენ თავის მშობლიურ ენას, საუბარიც კი უჭირთ შემდგომ. განათლების სისტემამ და სახელმწიფომ უნდა შეძლოს ეთნიკური უმცირესობებისთვის ორივე ენაზე სრულყოფილი, ხარისხიანი განათლების მიწოდება,“ - ამბობს აიჰან ჰასანლი.

მისივე თქმით, სოლიდარობის ტურის ფარგლებში ამ ტიპის შეხვედრები ჩატარდება სულ 8 მუნიციპალიტეტში. თელავის შემდეგ შეხვედრები გაიმართება მესტიაში, ბათუმში, ნინოწმინდაში, ხულოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თბილისის მერია ეხმაურება მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელებით
გავრცელებულ ფოტომასალას, რომელშიც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე
რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილი გადაადგილდებოდა.
თბილისის მერია ეხმაურება მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტომასალას, რომელშიც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილი გადაადგილდებოდა.
16:49 / 10.08.2022
დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2022 წლის 8
აპრილს საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანია შპს „ვაიბერ ჯიეის“
ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის
სტატუსი მიენიჭა.
დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2022 წლის 8 აპრილს საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანია შპს „ვაიბერ ჯიეის“ ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა.
16:38 / 10.08.2022
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სამ კრიტიკულ ტელევიზიას - „მთავარ
არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივის.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სამ კრიტიკულ ტელევიზიას - „მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივის.
16:40 / 09.08.2022
საქართველოს ეროვნული ბანკი (სები) მოსახლეობას აფრთხილებს სახსრების
განთავსებისა და სხვადასხვა, ერთი შეხედვით მაღალშემოსავლიან,
სქემებში ინვესტირების რისკებთან დაკავშირებით. მათი თქმით,
კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ
კონტროლდება რომელიმე საზედამხედველო ორგანოს, მათ შორის ეროვნული
ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკურ პირებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ
ბიზნეს საქმიანობაში თანხის დაბანდებას სთავაზობდნენ.
საქართველოს ეროვნული ბანკი (სები) მოსახლეობას აფრთხილებს სახსრების განთავსებისა და სხვადასხვა, ერთი შეხედვით მაღალშემოსავლიან, სქემებში ინვესტირების რისკებთან დაკავშირებით. მათი თქმით, კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება რომელიმე საზედამხედველო ორგანოს, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკურ პირებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში თანხის დაბანდებას სთავაზობდნენ.
17:14 / 08.08.2022
სამართალი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოები - შპს „დენმარკი“ და შპს „სამგორი ველი“ დააჯარიმა.
10:22 / 10-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ დარბაზიდან გაათავისუფლა კახელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი, რომელიც 8 თვის წინ დააპატიმრეს.
17:10 / 08-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კლინიკა „კანვენის“ ექიმს, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძეს, რომელსაც კლინიკის დირექტორის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
15:27 / 08-08-2022
ეკონომიკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, სანიაღვრე არხებისა და გადასასვლელი ხიდ-ბოგირების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
16:00 / 10-08-2022
თბილისში კიდევ ერთი ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო - „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა.
17:53 / 08-08-2022
სხვა ამბები
10 აგვისტოს ღამით რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე ქალაქების - მარჰანეცისა და მიროვოეს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
15:25 / 10-08-2022
დღეიდან, 10 აგვისტოდან, ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტის ზომა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ქვანახშირის იმპორტი უნდა აიკრძალოს.
15:05 / 10-08-2022
დღეს, 10 აგვისტოს, აბიტურიენტებისა და საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის სააპელაციო განაცხადის შევსებისა და მისი გადაგზავნისთვის ბოლო დღეა. გამოსაცდელებს დრო 18:00 საათამდე აქვთ.
12:23 / 10-08-2022
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მხრიდან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში) გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის მინიჭების დოკუმენტს.
12:09 / 10-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 20 / 34 °C
img
საგარეჯო 21 / 33 °C
img
დ.წყარო 21 / 32 °C
img
სიღნაღი 22 / 36 °C
img
ლაგოდეხი 21 / 32 °C
img
ყვარელი 20 / 34 °C
img
თელავი 21 / 33 °C
img
ახმეტა 20 / 34 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.