ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023
წლის 1 თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური
ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების
განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება.
საფასური დგინდება შემდეგნაირად:
• მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო
საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 - კატეგორიის სატრანსპორტო
საშუალებებისთვის) - 30 ლარი.
• მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1კატეგორია)
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) -
20 ლარი.
• ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) - 15 ლარი.
ცნობისთვის, ტექინსპექტირების ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და
ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტურია.
მასალის გამოყენების პირობები