კახეთის სამოქალაქო სექტორი პარლამენტს მიმართავს
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონული, სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით მიმართავენ.

„ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც მთლიანად იზიარებს რუსეთში მიღებული კანონის სულისკვეთებას.

მოგიწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჩვენი რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს მხარი არ დაუჭიროთ ამ კანონს, ასევე მოგიწოდებთ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, საკრებულოს წევრებს, თანამდებობის პირებს ხმა აიმაღლოთ რუსული, ანტიქართული, ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ.

რუსული კანონის მიღებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქართული სახელმწიფოს არათუ განვითარება, არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.



პარლამენტში ამჟამად განსახილველი კანონი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებას, რაც პირველ რიგში, დააზარალებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ქალებს, უმცირესობებს, ახალგაზრდებს, ფერმერებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებების დაცვისათვის მებრძოლ ადამიანებს.



სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან იმ ძირითადი სერვისების მიმწოდებლები, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს ყოფით პრობლემებთან გამკლავების საშუალებას. ევროპის მხარდაჭერისა და დასავლეთიდან მიღებული დაფინანსებების გარეშე ვერ აშენდებოდა სკოლები, ბაღები, საექიმო ამბულატორიები, ვერ დაიგებოდა გზები, ვერ მოეწყობოდა წყალმომარაგების სისტემები, ვერ განხორციელდებოდა ფერმერთა თუ მეწარმეთა მხარდამჭერი პროექტები და მრავალი სხვა.

კახეთის სამოქალაქო ორგანიზაციებმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად არაერთი სასარგებლო ინიციატივა განახორციელეს ჩვენი საზოგადოების გასაძლიერებლად, რადგან გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით ყველა ერთად, ვემსახურებით ქართველი ხალხის უკეთეს მომავალს.

საამაყოა, რომ ერთობლივი, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შედეგად არაერთმა ადგილობრივმა მოქალაქემ: ახალგაზრდამ, შშმ პირმა, ქალებმა თუ ფერმერმა გაიუმჯობესა საკუთარი უნარები. შესაძლებლობები, თუმცა ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოება შეაჩერებს წინსვლას და განვითარებას!



იდენტურმა კანონმა რუსეთში მოკლა თავისუფალი და კრიტიკული აზრი, დაასამარა დემოკრატია, რომელმაც, თავის მხრივ, გააძლიერა პუტინის ავტორიტარული რეჟიმი. ქართული საზოგადოების მისწრაფება ყოველთვის იყო და არის დასავლური ფასეულობები, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. რუსული კანონი კი ამ ყველაფერთან შეუთავსებელია!



არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!

გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის საერთო ინტერესიდან გამომდინარე, პარტიულ გადაწყვეტილებებზე უპირატესად დააყენებთ ფართო საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნას და მხარს არ დაუჭერთ რუსულ კანონს.

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!”

მიმართვის ხელმომწერები არიან:

მედია ცენტრი კახეთი – MCK – მაია მამულაშვილი

მედია გამოცემა „კახეთის ხმა“

..ყვარლის ევროკლუბი” / ევრო-ატლანტიკური ცენტრი – ნიკა გურინი

,,რეგიონის განვითარების ცენტრი” – ლიზი სოფრომაძე

,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი” – თამარ მოდებაძე, ქეთევან სიბაშვილი

ასოციაცია “სოციალური ქოლგა” – ნათია მექვაბაური

,,საიას” თელავის ოფისი – მარეხ მგალობლიშვილი

მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია “დია” – დიანა ხაზარაძე

,,კვლევისა და განვითარების ფონდი” – გიორგი თავბერიძე

ააიპ ,,მოვუსმინოთ სამყაროს” – მაია ხუციშვილი

,,სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი თემი ქედელი” – ლალი ხანდოლიშვილი

ლაგოდეხის ,,ლაგი” – გიორგი ბოკერია

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” კახეთის ოფისი – ლია ხუროშვილი

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კახეთის” რეგიონული ოფისი – ნანა დევიძე

,,საქართველოს უდიები” – ალექსანდრე ქავთარაძე

შშმ პირთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი” – ნინო მაისურაძე

,,ნადიკვარი – მეგობრობა განვითარებისათვის” – ლიკა იმერლიშვილი

,,სოფლად მცხოვრები ქალები ადამიანის უფლებებისათვის” – თამილა ბაწაშვილი

,,საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია” – თამარ მუმლაძე

,,თელავის მშობელთა მხარდამჭერი ცენტრი” – ნინო ხუციშვილი

,,თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი” – ელენე მჭედლიშვილი

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” / მედია ცენტრი კახეთი – თინა სიბაშვილი

სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი“ – მაია ბიძინაშვილი

სათემო ფონდი ,,ლელი” – ტასო მოდებაძე

,,ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი” – ნანა ნერსეზაშვილი

,,კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა” – ნანა ათუაშვილი

,,სათემო განვითარების ცენტრი” – ანა მარგველაშვილი

,,ამერიკული კუთხე თელავში” – თეა ჯეირანაშვილი

,,სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი” – კახეთის წარმომადგენლობა – ზეინაბ კაკალაშვილი

“კახეთი” – ნატალია დაქიშვილი

“ნაბიჯი მომავლისკენ” – თელავის ოფისი – კახი გემაზაშვილი

,,საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია” – ნინო პაატაშვილი

,,თელავი ჩემი ქალაქია” – თამარ ბოტკოველი-ლაზარიაშვილი

,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” – თელავის ფილიალი – არჩილ მჭედლიშვილი

,,მდგრადი განვითარების რეგიონალური ცენტრი” – კახა სუხიტაშვილი

სათემო ორგანიზაცია „მატანი XXI“ – სოფიკო მარუქაშვილი

,,სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი” – ნიკა ჯავაშვილი

,,გზა იმედისაკენ” – ნაზი ქუმსიაშვილი

,,რძის მწარმოებელ ფერმერთა ასოციაცია” – ნინო სიფრაშვილი

ტურიზმის განვითარების ასოციაცია ,,დედოფლისწყარო” – მანანა ყატაშვილი

,,სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისათვის” – მარიამ ბუშელაშვილი

,,კახეთის რეგიონალური ფონდი” – იზა ბექაური

ასოციაცია ,,უდი” – ბექა ნუშემაშვილი

,,უფლებები საქართველოს” თელავის სამართლებრივი დახმარების ცენტრი

,,არბოშიკის ქალთა და ახალგაზრდობის საინიციატივო ჯგუფი” – მაია ლამაზოშვილი

ქალები რეგიონიდან საზოგადოების განვითარებისთვის – მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე

ა(ა)იპ საქველმოქმედო კავშირი თემი – ზურა ლუარსაბიშვილი

,,კედელი” – ნატა სისვაძე

ჟურნალისტთა ასოციაცია ,,მეცენატი”, საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge – მაია ყალაბეგაშვილი

მოქალაქე – ეთო შიუკაშვილი

მოქალაქე – ლევან როსტომაშვილი

მოქალაქე – სოსო მიქელაძე

მოქალაქე – გიორგი გოცირიძე

მოქალაქე – სოფიო არსენიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი / ჟურნალისტი – მაკა მოსიაშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში 15 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ წმინდა
ნინოსა და სარაჯიშვილის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. უკვე
გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
გურჯაანში 15 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ წმინდა ნინოსა და სარაჯიშვილის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
17:05 / 22.09.2023
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აქტიურად ჩართულია საქართველოს მთავრობის ინიციატივის აღსრულებაში,
რომლის თანახმად, 2023 წლის 1 აგვისტომდე სტატუსშეჩერებული სტუდენტებს
ფინანსური დავალიანება გაუნულდება.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად ჩართულია საქართველოს მთავრობის ინიციატივის აღსრულებაში, რომლის თანახმად, 2023 წლის 1 აგვისტომდე სტატუსშეჩერებული სტუდენტებს ფინანსური დავალიანება გაუნულდება.
16:32 / 22.09.2023
ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში კახეთში, კერძოდ სოფელ
კარდანახში, მდებარე სასტუმრო “ამპელო”-ში, 7 ოქტომბერს ღვინის
ფესტივალი გაიმართება, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცემათ დააგემოვნონ
ადგილობირივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში კახეთში, კერძოდ სოფელ კარდანახში, მდებარე სასტუმრო “ამპელო”-ში, 7 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართება, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცემათ დააგემოვნონ ადგილობირივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
15:54 / 22.09.2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა
კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან
ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
17:04 / 21.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გარე ფასადის აღდგენის შემდეგ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაციაც დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროცესი აქტიურ ფაზაშია.
12:34 / 08-09-2023
გომბორის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა სამი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
11:40 / 26-07-2023
სხვა ამბები
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.
16:34 / 11-09-2023
თიბისი მოსწავლეებს მთელი საქართველოდან თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.
14:18 / 11-09-2023
პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება - რა სიახლეები დახვდება საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რა იცვლება ამომრჩევლისთვის და რა ეტაპზეა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პასუხობს.
13:15 / 11-09-2023
ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება
14:01 / 08-09-2023
ჩვენ, პირველ რიგში, ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ ვართ მზად შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი...
13:48 / 08-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 17 / 22 °C
img
საგარეჯო 15 / 21 °C
img
დ.წყარო 14 / 18 °C
img
სიღნაღი 16 / 23 °C
img
ლაგოდეხი 14 / 19 °C
img
ყვარელი 17 / 22 °C
img
თელავი 16 / 21 °C
img
ახმეტა 15 / 21 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2023 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.