დღეს გამართულ შუალედურ არჩევნებში 17 საათისთვის გურჯაანში
ამომრჩეველთა აქტივობა 31.6 % იყო. თავისი არჩევანი სულ 1175-მა
ამომრჩეველმა დააფიქსირა.
გურჯაანის გარდა შუალედური არჩევნები ტარდება თიანეთში, ახალციხეში,
ცაგერში, თერჯოლაში, ტყიბულში, ქუთაისში, სენაკში, ხობსა და
ფოთში.
მათგან ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ცაგერში 41,4% (4348
ამომრჩეველი), ხოლო ყველაზე დაბალი - ქუთაისში 16,4 % (4218
ამომრჩეველი)
დანარჩენ ქალაქებში კი ამომრჩეველთა პროცენტული მაჩვენებელი
ასეთია:
თიანეთში 30,4% (269); ახალციხეში 38% (372), თერჯოლაში 29% (9368),
ტყიბულში 23% (1302), სენაკში 21.5% (8232), ხობში 29.5% (7831) და
ფოთში 20.2% (8170).
ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარი
დეპუტატის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილ
დეპუტატს, არჩილ ხანდამაშვილს
უფლებამოსილება შეუჩერეს.
დღეს საკრებულოს დეპუტატს ვეჯინისა და ძირკოკის მოსახლეობა
აირჩევს.
მასალის გამოყენების პირობები