გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩვნები ძირითადად ახალი ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. აღნიშნული მეთოდით ხმის
მიცემის შესაძლებლობა 28 უბნის ამომრჩეველს აქვს.
როგორც N12 ოლქის თავმდჯდომარე, მაია ჩუთლაშვილი ამბობს,
გურჯაანისთვის ეს ისტორიული პროცესია.
„ჩვენი ამომრჩეველი ისტორიული პროცესის მონაწილეა, რადგან ასე
მაშტაბურად ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები გურჯაანში პირველად
იმართება. გურჯაანის ოლქში შექმნილია 36 საუბნო საარჩევნო კომისია და
აქედან 28 უბანზე არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით დტარდება, ხოლო
8 უბანზე, ტრადიციული წესით.“ - ამბოიბს მაია ჩუთლაშვილი.
დღეს გურჯაანელ ამომრჩეველს მხოლოდ ერთი კანდიდატისთვის უწევს ხმის
მიცემა. კენჭისყრაში მხოლოდ ქართული ოცნების მიერ წარდგენილი
კანდიდატი გიორგი მაჭავარიანი მონაწილეობს, რომელიც მანამდე სოკარ
ჯორჯია გაზის გურჯაანის სერვისცენტრის მენეჯერის პოზიციას
იკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები