გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წელს 337 მონაწილე დარეგისტრირდა
14 ოქტომბერს გურჯაანი ღვინის ფესტივალს უკვე მეხუთედ უმასპინძლებს. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, წელს, მონაწილეობის მსურველთა უპრეცენდენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

"გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023"-ს 337 მონაწილე ჰყავს, რაც ნიშნავს 337 განსხვავებულ და თავბრუდამხვევ გემოს, 337 ახალ გამოცდილებას... მადლობა თითოეულ მეწარმეს მონაწილეობისთვის, 14 ოქტომბერს მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას. ჩვენ, ერთად ვქმნით გურჯაანის ღვინის ფესტივალის ისტორიას,“ - ამბობენ მერიაში.

მათივე ცნობით, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017 წელს დაარსდა და საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით ხორციელდება. მისი მიზანია, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.

წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ღვინის დღეების პერიოდში მიმდინარეობს და მისი ოფიციალური პარტნიორები არიან IWSC და „ჯეპრა“, ხოლო ტრადიციული მასპინძელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.

ცნობისთვის, 2022 წელს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომლის ფარგლებშიც ქართული და საერთაშორისო ღვინის ჟიურის ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა 500 ქართული ღვინო და დააჯილდოვა რეკორდული რაოდენობის ოქროს მედლებით. IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, ეს გამონაკლისი მეორედ გაკეთდა IWSC-ის კონკურსის ისტორიაში და პირველად ევროპაში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş