ქალი გამომცემელი კაცებით დომინირებულ ინდუსტრიაში — გზა დიდი ოცნებისკენ
"გამომცემლის პროფესია დირიჟორობას ჰგავს. კრეატიულ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებ და რაღაც ახალს ქმნი. ამ საქმემ ამით მომხიბლა. ვფიქრობდი, რომ ამქვეყნად ჩემს დანიშნულებას ვამართლებდი", — გამომცემლობა დიოგენეს დამფუძნებელი თამარ ლებანიძე საქმის წამოწყების დღეებს იხსენებს.

თუ თქვენი სახლის ბიბლიოთეკას გადახედავთ, აუცილებლად იპოვით დიოგენეს ერთ წიგნს მაინც, თუმცა ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე გამომცემლობის ამბავი პირდაპირ წარმატებით არ დაწყებულა.

დიოგენე 1995 წელს თამარ ლებანიძემ 3 მეგობართან ერთად დააარსა, მაგრამ საბოლოოდ, გამომცემლობაში მხოლოდ თვითონ დარჩა. დღეს ის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარეცაა. 



გამომცემლის პირველი ნაბიჯები

თამარი გვიყვება, რომ მეგობრებივით, მასაც შეეძლო, საერთო საქმეზე უარი ეთქვა და თავისი გამომცემლობა დაეარსებინა, თუმცა დარჩენა გადაწყვიტა. მისი თქმით, დიოგენეს კონკრეტული მისია ჰქონდა და უნდოდა, ამ საქმის ერთგული ნებისმიერ ფასად დარჩენილიყო.

"როცა ჩვენი გზები გაიყო, მქონდა განცდა, რომ 16 წლის დედა ვიყავი. იმის გააზრება, რომ დიოგენეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მეკისრებოდა, ჩემთვის დამატებითი მოტივაცია გახდა", — გვიყვება თამარი.

მიუხედავად იმისა, რომ გამომცემლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად თამარს დაეკისრა, მას საქართველოს სალიტერატურო სფეროს განვითარებაზე ფიქრი არ შეუწყვეტია და ბევრად მეტის გაკეთებაც კი შეძლო — დიოგენეს წარმატებასთან ერთად მან 1996 წელს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაც შექმნა, რომელიც დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული კულტურის განვითარებაში, მათ შორის, აწყობს წიგნის ფესტივალებს, აღნიშნავს 23 აპრილს, როგორც წიგნის საერთაშორისო დღეს, უზრუნველყოფს საქართველოს მონაწილეობას მსოფლიოს საერთაშორისო სალიტერატურო ღონისძიებებში და ხელს უწყობს ლიტერატურის სფეროს მიმართ საზოგადოებაში ინტერესის გაზრდას.

თამარის გამოწვევები კაცებით დომინირებულ საგამომცემლო სფეროში 



თამარი თავის პირად გამოცდილებას გვიზიარებს, რაც მან, როგორც 90-იანებში ქალმა გამომცემელმა გამოიარა. საქართველოს ერთ-ერთი უძველესი გამომცემლობის გზა არც ისეთი იოლი გამოდგა, როგორიც ეს შორიდან ჩანდა. მარტო დარჩენილ თამარს გარშემომყოფი კაცები თანასწორად არ მიიჩნევდნენ — თამარის თქმით, ბიზნესის სფეროში მოღვაწე ქალებს კაცები სერიოზულად არ აღიქვამდნენ. კაცები მეტი სანდოობისა და პატივისცემის ღირსად ითვლებოდნენ, ქალებს კი ხშირად არც კი უსმენდნენ. ამაზე თამარს უამრავი ისტორია აქვს:

"წიგნებით მოვაჭრემ ერთ კაც კოლეგაზე მითხრა, აბა იმას კაცი უნდა ერქვას და შენ ქალიო? — ეს იყო ერთ-ერთი კომიკური "კომპლიმენტი", რომელიც ცხოვრებაში მიმიღია.

ახლა სოციუმი ბევრად განსხვავდება იმისგან, როგორიც მაშინ იყო, როცა 90-იანებში საქმეს ვიწყებდით. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არამხოლოდ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ფაქტორებს, არამედ საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას ქალი მეწარმეების მიმართ.

ამ შემთხვევაში კიდევ არაუშავს, მაგ დროს მე მხედავდნენ მაინც, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ელაპარაკები კაცს, რომელთან თანამშრომლობასაც გეგმავ და გრძნობ, რომ უბრალოდ ვერ გხედავს, მისი ცნობიერება აიგნორებს შენს არსებობას. ახლა ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია, რაც ძალიან მახარებს - ეს უნდა იყოს ხელშემწყობი ფაქტორი ყველა დამწყები ქალი მეწარმისთვის", - იხსენებს თამარი.

ლებანიძე ყველა დამწყებ ქალ მეწარმეს უსურვებს, რომ გაიაზრონ ის გამოწვევები, რომლებიც საგამომცემლო სფეროში ქალად ყოფნას ახლავს თან, თუმცა მსგავს შემთხვევებს მათი შეჩერების საშუალება არ მისცენ.

ახალი შესაძლებლობები

კოვიდის დროს პრობლემები ყველა სფეროში გაჩნდა. გამონაკლისი არც საგამომცემლო ინდუსტრია ყოფილა — დაიკეტა უამრავი ობიექტი, რამაც წიგნების როგორც დაბეჭდვა, ისე გაყიდვა საგრძნობლად შეამცირა.

თამარის თქმით, ეს სიტუაცია შესაძლებლობად და ონლაინვაჭრობის განვითარების გზად დაინახა. 



დიოგენე ჩაერთო EU4BUSINESS პროგრამაში “რჩევები მცირე ბიზნესისთვის“, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ახორციელებს. პროგრამის დახმარებით გამომცემლობამ პირველი ონლაინმაღაზია შექმნა.

უკვე შემდეგი ეტაპი სრულიად გამართული ვებგვერდის შექმნა იყო, რომელიც მკითხველებს საშუალებას მისცემდა, ნებისმიერი წიგნი სახლიდან გაუსვლელად შეეძინათ, დაინტერესების შემთხვევაში კი, დიოგენეს ისტორიისა და ავტორების შესახებ ინფორმაციასაც გასცნობოდნენ. ეს გამომცემლობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის DIGITAL RE4M-ის პროგრამის საშუალებით მოახერხა, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ციფრულ ტრანსფორმაციაში და პანდემიის შემდეგ პროცესების აღდგენაში.

თამარი ამ ეტაპს დიოგენესთვის ტრანსფორმაციულ გამოცდილებას უწოდებს, რომელიც დღემდე გრძელდება. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში გაიზარდა ინტერესი აუდიოწიგნების მიმართ, ელექტრონული წიგნების პლატფორმების გამოყენება კი მკითხველებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. 

ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ვებგვერდის დახმარებით დიოგენემ განავითარა ონლაინ ვაჭრობა და არამხოლოდ გამომცემლობის გაყიდვები გაზარდა, არამედ შექმნა საინფორმაციო პლატფორმა მომხმარებლებისთვის. ამან, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ადგილობრივი წიგნის მაღაზიებში მკითხველების მოზიდვას და დიოგენეს პროდუქციის პოპულარიზაციას. ვებგვერდის საშუალებით, გამომცემლობამ კრიზისულ სიტუაციაში მომხმარებლების დაკარგვის ნაცვლად, ახალი მკითხველები მოიზიდა.

"ჩვენთვის ამ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ევროკავშირისთვის კი პრიორიტეტული ის იყო, რომ საგამომცემლო ბიზნესი საქართველოში თანამედროვე ფორმით განვითარებულიყო. ამ გამოცდილებამ ბევრი რამ მოუტანა როგორც გამომცემლობას, ისე მკითხველებს. 

პირველ რიგში, გაცილებით კომფორტული გახადა ჩვენი მომსახურება. ეს ერთჯერადი პროექტი არაა და დღემდე გრძელდება. გზადაგზა უამრავი რამის აღმოჩენა, დახვეწა და შეცვლა შეგვიძლია, ამიტომ მუდმივად ცვლილების პროცესში ვართ", — აღნიშნავს თამარი.

წარმატების დასაწყისი 



თამარი იხსენებს დიოგენეს დაარსების პერიოდს და იმდროინდელ პრობლემებსაც. 29 წლიანი არსებობის განმავლობაში გამომცემლობას უამრავი დაბრკოლება გადაულახავს და არაერთი წარმატებისთვისაც მიუღწევია. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, როდესაც თამარი ამ რთულ საქმეს შეეჭიდა. ის იხსენებს, რომ მაშინ, როდესაც გამომცემლობა დაარსეს, თბილისში სულ რამდენიმე წიგნის მაღაზია არსებობდა, ბევრი წიგნი არ ითარგმნებოდა და წიგნების ტირაჟიც ცოტა იყო. იმ დროს წელიწადში 300 ეგზემპლარის გაყიდვა უკვე დიდ მიღწევად ითვლებოდა. 

გამოწვევებზე საუბრისას, თამარი იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირში გამომცემლის პროფესია უბრალოდ არ არსებობდა, ამიტომ როდესაც ამ საქმეს შეეჭიდა, საზოგადოებისთვის ეს სფერო ძალიან უცხო და ახალი იყო.

"მე ვთვლი, რომ ნამდვილი მკითხველი, როგორც ასეთი, ყველა ეპოქაში ერთი და იგივეა და მათი რიცხვი ძალიან მცირეა, თუმცა 90-იანებთან შედარებით, დღეს მთლიანად საზოგადოების ფენაა შეცვლილი. მაშინ წინა პლანზე სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხები იყო წამოწეული, არ არსებობდა წიგნების ყიდვის არც ფინანსური საშუალება და არც კულტურული სივრცეები, რომლებიც ახლა გაჩნდა.

თუ მაშინ მოსახლეობის იმ ნაწილის რიცხვი, რომელსაც აინტერესებდა კულტურა, ესწრებოდა სპექტაკლებს, კითხულობდა წიგნებსა და დადიოდა მუზეუმში, მინიმუმამდე იყო დაყვანილი, დღეს ქართულ საზოგადოებაში ამ ადამიანების რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი", — გვიხსნის გამომცემელი.

დიოგენემ წლების განმავლობაში ათასობით წიგნი გამოსცა და არაერთი შესანიშნავი თარგმანითა თუ ორიგინალური ნაწარმოებით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა გამომცემლობის მიღწევები მხოლოდ ამით არ მთავრდება.

დიოგენემ დააარსა ლიტერატურული კონკურსი პენმარათონი, რომელიც 22 წლის წინ დაიწყო და უკვე 8-ჯერ გაიმართა. პენმარათონი, იმასთან ერთად, რომ ერთ-ერთი უძველესი ქართული ლიტერატურული კონკურსია, თავისი ფორმატითაც გამოირჩევა — მისი იდეა ისაა, რომ მწერლებმა გარესამყაროსგან იზოლირებულად შეზღუდული დროის განმავლობაში განსაზღვრული ამოცანის შესაბამისად მხატვრული პროზის ნიმუში დაწერონ.

დიოგენე, როგორც ღირებულება 



თამარი მომავალში წიგნების მაღაზიის ფიზიკურ სივრცეში ხელახლა გახსნასაც გეგმავს. ის გამომცემლობის მთავარ ღირებულებებზეც საუბრობს და დიოგენეს სახელის ისტორიასაც გვიმხელს. 

"ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ, რაც დრო გადის, გამომცემლობა დიოგენე ღირებულებებით სულ უფრო ემსგავსება ყველაზე ცნობილ დიოგენეს ანტიკური სამყაროდან.

მთავარი, რაც გვინდა, რომ დიოგენემ დატოვოს, ისაა, რომ ადამიანებს კითხვების დასმა და პასუხების ძიება შეეძლოთ და მიიღონ ცოდნა, რომელიც სიკეთეს მოხმარდება. მგონი, დიოგენეს მკითხველი ზუსტად მიხვდება, რასაც ვგულისხმობ", — ამბობს თამარი.

თამარი მუდმივად ცდილობს, რომ სიახლეებს არ ჩამორჩეს, დიოგენეს განვითარებაზე იზრუნოს და გვიმხელს, რომ მას და დიოგენეს გუნდს წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ.

ავტორი: ანანო დიდებაშვილი

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS EAST-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების
და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის
შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს
ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო
გამოცდილების შესაქმნელად ინერგება.
თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად ინერგება.
13:29 / 26.04.2024
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი განზრახ
მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული თელავის
რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სრულად გაიზიარა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს 18 წლით
თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
13:26 / 26.04.2024
მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის მიერ, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი.
მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი.
12:06 / 26.04.2024
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ
თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International
Agile Summit Vol. 3“ გაიმართება.
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება.
17:15 / 25.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.