საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან
ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ
სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა.
მისივე განმარტებით, სწავლა ყოველწლიურად 100 სომხურენოვანი და 100
აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად, 200-200 სტუდენტს
დაუფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში,
აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე
ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს
450 000 – 450 000 ლარს და დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად კიდევ
უფრო გაიზრდება.
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელთათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. სწორედ ამ
მიზანს ემსახურება „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
სტუდენტთა დაფინანსების მოცულობის გაორმაგება.”-აცხადებს
სამინისტრო.
ცნობისთვის, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტებისთვის,
გამარტივებული ჩარიცხვის წესთან ერთად, დაფინანსებასაც გულისხმობს.
სტუდენტებს მშობლიურ ენაზე გამოცდის წარმატებით ჩაბარების
შემთხვევაში, უფინანსდებათ სწავლა ქართული ენის მომზადების
პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდგომ ისინი ასევე სრული
დაფინანსებით აგრძელებენ სწავლას იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში მათთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მასალის გამოყენების პირობები