საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დიდი
ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტებზე ეგვიპტისა და
ერაყის ორი მოქალაქეა დაკავებული.
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი
ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და
ერაყის 2 მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა
და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9
600 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა ბრალდებულის სახით მათი
დაკავება.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი
ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“
ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს
დამნაშავე პირთა წრე.
მასალის გამოყენების პირობები