„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერის,
გიორგი ცაგარეიშვილის შვილი, სოციალურ ქსელში რუსული კანონის
საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს.
“მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს - ჩვენ ავტომატურად,
უკითხავად, უსიტყვოდ არ მოგვწონს, 2x2.
ოდესმე ხომ მოკვდებით. და თქვენს სიკვდილსაც ხომ ვიზეიმებთ. და ოდესმე
ხომ დაინგრევა თქვენი იმპერია, ჩვენს დროს თუ ჩვენი შვილების დროს, არ
აქვს მნიშვნელობა. და ხომ გავთავისუფლდებით თქვენგან, თქვენი
გავლენებისგან, თქვენი მოწონებული საქციელებისგან.
მაგ დღეზე ოცნებით იმდენი ადამიანი ვცხოვრობთ, რომ ახდება,” -წერს ირო
ცაგარეიშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები