გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეტეოროლოგიური რადარის
მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის
ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის,
მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში
მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის
გაძლიერება.
“მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე
შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
(საფრთხის დონე საშუალო)”,-ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები