კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო და საგანმანათლებლო
დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგების ვადა გახანგრძლივდა და 9
მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას
რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს.
„კორონავირუსთან დაკავშირებით, გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო
დაწესებულებების გაერთიანება, მუნიციპალიტეტის 37 - ვე საბავშვო
ბაგა-ბაღში, 2 მარტიდან 16 მარტამდე წყვეტს სააღმზრდელო პროცესს. ამ
პერიოდში ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში პროფილაქტიკური ხასიათის
სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება,“ - განმარტავენ გურჯაანის
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,
გუშინ გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს
გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
საგაზაფხულო არდადეგები
9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაწყოს.
თუმცა, კახეთის რეგიონის საბავშვო ბაღებში არდადეგების გამოცხადება
მოგვიანებით გადაწყდა.
მასალის გამოყენების პირობები