„სინანული უკვე გვიანია“-ს პრემიერა გურჯაანის კულტურის ცენტრში
გურჯაანის კულტურის ცენტრში, თეატრალურმა სტუდია „თეატრონმა“ გამართა სპექტაკლის პრემიერა - „სინანული უკვე გვიანია“. წარმოდგენაში დებიუტანტი მსახიობებიც მონაწილეობდნენ.


„კულტურის ცენტრში გვაქვს ორი თეატრ-სტუდია. „თეატრონი“ და „პატარა მსახიობები“. სპექტაკლი „სინანული უკვე გვიანია“, თეატრონის წევრების იდეის მიხედვით დაიწერა, რომელიც შემდეგ განვავრცეთ და სცენარის სახე მივეცით. მასში მონაწილეობდნენ როგორც გამოცდილი, ისე დებიუტანტი მსახიობები. რეპეტიციები ორი თვის განმავლობაში გვქონდა. ყველა გმირის როლი მსახიობზე იყო მორგებული, თითოეულმა მათგანმა იმ დონეზე შეასრულა, რასაც ველოდი. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ. “-აღნიშნა გურჯაანის კულტურის ცენტრის ლოტბარმა და ჯგუფის ხელმძღვანელმა ხათუნა ზარდიაშვილმა.

ერთ-ერთ მთავარ როლს სპექტაკლში დებიუტანტი მსახიობი ლევან ჯაჯანაშვილი ასრულებდა. როგორც თავად აღნიშნა, წარმოდგენის დაწყებამდე ძალიან ღელავდა, თუმცა, სცენაზე გასვლისას ეს მღელვარება გაქრა.
„სტუდიაში დაახლოებით ორი თვეა რაც ვარ. ეს ჩემთვის პირველი სპექტაკლია. მიუხედავად ამისა, ჩემი თამაშით კმაყოფილი დავრჩი და იმედი მაქვს, მაყურებელსაც მოეწონა. შევასრულე გიგის როლი. ეს იყო გათავხედებული, ცინიკოსი ბიჭი, რომელმაც შეყვარებულს აწყენინა, მაგრამ საბოლოოდ მოინანია თავისი შეცდომა და გამოსწორების გზას დაადგა. ამ სპექტაკლმა ბევრი რამ მომცა. მე მართლა განვიცდიდი იმას, რასაც უნდა განიცდიდეს ჩემი პერსონაჟი. რეპეტიციაზე ვერ ვტიროდი, მაგრამ სცენაზე რომ გავედი, სულ სხვა განცდა დამეუფლა და უნებურად ცრემლები წამომივიდა.“

ლევან ჯაჯანაშვილი „თეატრონის“ ჯგუფში მეგობრების დახმარებით მოხვდა,მანამდე ის მათი მაყურებელი იყო.
„აქ ჩემმა მეგობრებმა მომიყვანეს და ხათუნამ ისეთი როლი შემირჩია, როგორიც შემეფერებოდა. გურჯაანის მოსახლეობას ძალიან აკლია თეატრი. სტუდია „თეატრონი“ მათ საშუალებას აძლევს მოვიდნენ და ერთი საღამო განსხვავებულ და მრავალფეროვან გარემოში გაატარონ. იმედი მაქვს, წარმოდგენები ხშირად დაიდგმება და ხალხის დაინტერესებაც უფრო მეტი იქნება.“
ნია გაზდელიანი თბილისიდან არის და გურჯაანის სცენაზე გამოსვლა მისთვისაც დებიუტი იყო.
„თავიდან დედის როლი უნდა შემესრულებინა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვირგე. მერე ექიმის როლი ავირჩიე. ჩემი შესრულება სხვებსაც მოეწონათ. თბილისში გარკვეულ სპექტაკლებში მიმიღია მონაწილეობა, ამიტომ სცენაზე გამოსვლის გამოცდილებაც მქონდა.“

სპექტაკლში „სინანული უკვე გვიანია“ მამის როლს ვახო სალთხუციშვილი ასრულებდა, რომელსაც „თეატრონთან“ ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება უკვე გააჩნია.
„ჩვენმა სპექტაკლმა მაყურებლის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. თავიდან ჩემი როლის მორგება ძლიან გამიჭირდა, იმიტომ, რომ ცხოვრებაში არ დამილევია და არ ვიცი მთვრალი ადამიანის ხასიათი. მაგრამ ვფიქრობ, ლოთი კაცის როლი გავითავისე, რადგან ყველაფერი ბუნებრივად გამომივიდა. ეს ჩემი მეორე სპექტაკლია. პირველად ვითამაშე წარმოდგენაში - „სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ,“ -აღნიშნა ვახო სალთხუციშვილმა.

ყველაზე პატარა მსახიობი 6 წლის გაბრიელ გაზდელიანია. როგორც მან გაგვიმხილა, სცენაზე გამოსვლით ძალიან კმაყოფილია.
„თეატრონის“ ჯგუფის სპექტაკლები მხოლოდ გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე ტარდება. ხელმძღვანელის, ხათუნა ზარდიაშვილის თქმით, თუკი სკოლების მხრიდან დაინტერესება იქნება, მზად არიან წარმოდგენა მათთანაც გამართონ.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ შემდეგი მსახიობები:
სალომე ქურთიაშვილი, ნია გაზდელიანი, ვიკა სიბაშვილი, ეთო გორხელაშვილი, ცოტნე ფურცელაძე, თორნიკე დათუნაშვილი, ლევან ჯაჯანაშვილი, ვახო სალთხუციშვილი, გაბრიელ გაზდელიანი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით,
ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო
ჯავახიშვილი ეწვია.
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით, ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი ეწვია.
13:59 / 02.04.2024
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა "იაპონიის ატომური დაბომბვა"გაიხსნა. ფოტოების კოლექცია ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ატომური დაბომბვის შედეგებს.
16:37 / 27.02.2024
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები
გაიმართება.
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
17:09 / 27.12.2023
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის
მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ
კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის
განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
12:27 / 19.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 17 °C
img
საგარეჯო 11 / 21 °C
img
დ.წყარო 9 / 17 °C
img
სიღნაღი 12 / 19 °C
img
ლაგოდეხი 10 / 16 °C
img
ყვარელი 12 / 17 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 11 / 22 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.