ინფრასტრუქტურა
„პაპას ბაღის“ ტერიტორია ათწლიანი იჯარით გასხვისდა
გურჯაანში „პაპას ბაღის“ ტერიტორიაზე 54 კვადრატული მეტრი 10-წლიანი იჯარით გასხვისდა. საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. პროტესტი მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გამოხატა, მათ შორის იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.

პროექტის თანახმად, იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე ატრაქციონები, კაფე-ბარი და სხვა გასართობი საშუალებები მოეწყობა.
„გაკეთდება „კარუსელები“, ზოგი ფასიანი, ზოგიც უფასო იქნება, დაიდგმება ჩოგბურთის მაგიდები, იფუნქციონირებს ბარი-კაფეტერია და იქნება მუსიკა. ვფიქრობ, ეს გურჯაანელებისთვის აუცილებელი იყო, რადგან დღესდღეობით ჩვენს ახალგაზრდებს გართობის არანაირი საშუალება არ აქვთ. იდეა დიდი ხანია გამიჩნდა, მაგრამ მოგეხსენებათ, ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. ფასები ხელმისაწვდომი იქნება. ვეცდები, ყველაფერი ამ სეზონზე მოესწროს,“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში ინდმეწარმე დავით ლობჟანიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ყვირალაშვილის თქმით, ფართი აუქციონის წესით უნდა გაცემულიყო.
„მივესალმები, რომ გურჯაანში ახალგაზრდებისთვის ბევრი კარგი რამ გაკეთდეს. აქ წინააღმდეგობა იყო პროექტის ფორმულირებაზე. თუ პროექტს საინვესტიციო კუთხით განვიხილავთ, არანაირი შემოსავლების მომტანი არ არის. 10 ლარად წელიწადში ერთი კვადრატის იჯარით გაცემა, შემოსავლების ნაწილს ვერ გაზრდის. 540 ლარად გაასხვისო ამხელა პარკი და მით უმეტეს, პირდაპირი ხელშეკრულებით, ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს,“-აღნიშნა მან.

მისივე განმარტებით, აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში, შესაძლოა ფართი უფრო ხელსაყრელ ფასად გაესხვისებინათ.
„საქმეში შეიძლება სხვებიც გამოჩენილიყვნენ და უკეთესი პირობები შემოეთავაზებინათ. ჩვენ მოვითხოვეთ პროექტის გადახედვა და აუქციონზე გატანა, თუმცა საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაგვიჭირა. ჯობდა, ყოფილიყო 2-წლიანი ვალდებულება. ორი წლის შემდეგ, იქნება სხვა თვითმმართველობის საკრებულო. თუკი არ გაამართლებს, უკეთეს პროექტს დაუჭერენ მხარს. იქიდან გამომდინარე, რომ ათწლიანი იჯარით გაიცა, ჩვენ მომავალ თვითმმართველობას არჩევანის უფლება წავართვით.“

საკრებულოს წევრის, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლევან ხაზიურის თქმით, ყველაფერი კანონის ფარგლებში კეთდება და თუ სხვა მოქალაქესაც ექნება მსგავსი შემოთავაზება, მისი წინადადებაც გადაიხედება.
„კვადრატული მეტრის წლიური ქირა, ამ ეტაპზე, 10 ლარია. შემდგომში თუ უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება, შესაბამისად, გამგეობას აქვს უფლება, თანხა გაზარდოს კიდეც. რაც შეეხება თვითონ პროექტს, ძალიან კარგია. მოეწყობა ატრაქციონი, ღია კაფე, ნაყინის ჩამოსასხმელი. მოგეხსენებათ, მსგავსი სიახლეებით არ ვართ განებივრებულები. მე პირადად, მიმაჩნია, ქირაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტი დადებითად წააადგება ჩვენს მოსახლეობას. რაც ყველაზე მთავარია, ეს ადამიანი თავის თავზე იღებს ტერიტორიის მოვლას და დასუფთავებას. მან დაახლოებით ორი წლის წინაც მოგვმართა. მაშინ საიჯარო ქირამ გაცილებით დიდი თანხა შეადგინა და მან არ მიიჩნია, რომ ინვესტიციის განხორციელება მომგებიანი იქნებოდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღესდღეობით ახალგაზრდობისთვის გასართობი არაფერი გვაქვს.“

ლევან ხაზიურის თქმით, აუქციონს გარკვეული რისკები ახლავს თან.
„აუქიონში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც შემდეგ ერთმანეთის ჯიბრით თუ რა ვიცი რატომ, ისეთ ვალდებულებებს იღებენ, რასაც ვეღარ ასრულებენ. ამას მოსდევს სასამართლოები, ჯარიმები და ა.შ. რეალურად კი, არაფერი კეთდება. აქედან გამომდინარე, თუ სხვა მოქალაქეს რამის გაკეთების სურვილი გაუჩნდება, „პაპას ბაღი“ საკმაოდ დიდია და გვაქვს საშუალება იმ ადამიანსაც გადავცეთ ანალოგიური ფართი ამავე პირობით.“-აღნიშნა მან.
რაც შეეხება პროექტის დაწყებას, როგორც ლევან ხაზიური ამბობს, მოიჯარეს ამის საშუალება გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ ექნება.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12.04.2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10.04.2024
გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის
(გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი)
რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე
მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით,
თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს
გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.
გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის (გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი) რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.
12:19 / 04.04.2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი
მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 16 °C
img
საგარეჯო 10 / 18 °C
img
დ.წყარო 8 / 15 °C
img
სიღნაღი 12 / 17 °C
img
ლაგოდეხი 9 / 14 °C
img
ყვარელი 11 / 16 °C
img
თელავი 11 / 19 °C
img
ახმეტა 10 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.