სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის
ინფორმაციით, სოფელ ბოდბისხევში შიდა ე.წ.
„საწყობების“ და „სადალაქოს“ საუბნო გზების რეაბილიტაცია
მიმდინარეობს, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების
ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
ფინანსდება.
მათი თქმით, პროექტი, რომლის ღირებულება 670 000 ლარია, მთლიანობაში
790 მეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარის დაგებას და
სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.
მერიის ცნობით, ამ გზებზე ასფალტის ერთი ფენა უკვე დაგებულია, ხოლო
ზემოთ აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მეორე ფენის დაგება
დაიწყება. გზები წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და მოსახლეობას
გადაადგილება უჭირდა.
მასალის გამოყენების პირობები