ინფრასტრუქტურა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის პროექტი 2025 წელს დასრულდება
ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ტენდერი უკვე გამოცხადდა გზის პირველი 13.5 კმ-იანი მონაკვეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებზე. აგვისტოში ტენდერი კიდევ 14.7 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება.

"გზის 28.2 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოების საერთო საორიენტაციო ღირებულება 49 მილიონი ლარი იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე ტენდერი თუშეთის გზის ყველა მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება.
ფშაველა-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხობის გაუმჯობესების პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოამზადა. პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.

ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დაგეგმილია მოასფალტებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები,"-აცხადებენ დეპარტამენტში.

ცნობისთვის, თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა. გზა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. გზა არის ვიწრო და ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში საგზაო ინფრასტრუქტურის
პარალელურად, სანიაღვრე არხებისა და გადასასვლელი ხიდ-ბოგირების
მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, სანიაღვრე არხებისა და გადასასვლელი ხიდ-ბოგირების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
16:00 / 10.08.2022
წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ26-კმ42 მონაკვეთზე,
მდინარეების ადიდდა და სავალი ნაწილი  ჩაიკეტა.
წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ26-კმ42 მონაკვეთზე, მდინარეების ადიდდა და სავალი ნაწილი  ჩაიკეტა.
10:38 / 08.08.2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მთის მდინარეთა კალაპოტებზე,
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო გაბიონისა და დამცავი ჯებირების
მშენებლობა მიმდინარეობს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მთის მდინარეთა კალაპოტებზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო გაბიონისა და დამცავი ჯებირების მშენებლობა მიმდინარეობს.
16:18 / 04.08.2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბარნოვისა და
რობაქიძის ქუჩების მოასფალტების და სანიაღვრე სისტემის მოწყობის
დასკვნითი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბარნოვისა და რობაქიძის ქუჩების მოასფალტების და სანიაღვრე სისტემის მოწყობის დასკვნითი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.
16:39 / 29.07.2022
სამართალი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოები - შპს „დენმარკი“ და შპს „სამგორი ველი“ დააჯარიმა.
10:22 / 10-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ დარბაზიდან გაათავისუფლა კახელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი, რომელიც 8 თვის წინ დააპატიმრეს.
17:10 / 08-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კლინიკა „კანვენის“ ექიმს, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძეს, რომელსაც კლინიკის დირექტორის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
15:27 / 08-08-2022
ეკონომიკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, სანიაღვრე არხებისა და გადასასვლელი ხიდ-ბოგირების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
16:00 / 10-08-2022
თბილისში კიდევ ერთი ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო - „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა.
17:53 / 08-08-2022
სხვა ამბები
10 აგვისტოს ღამით რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე ქალაქების - მარჰანეცისა და მიროვოეს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
15:25 / 10-08-2022
დღეიდან, 10 აგვისტოდან, ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტის ზომა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ქვანახშირის იმპორტი უნდა აიკრძალოს.
15:05 / 10-08-2022
დღეს, 10 აგვისტოს, აბიტურიენტებისა და საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის სააპელაციო განაცხადის შევსებისა და მისი გადაგზავნისთვის ბოლო დღეა. გამოსაცდელებს დრო 18:00 საათამდე აქვთ.
12:23 / 10-08-2022
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მხრიდან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში) გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის მინიჭების დოკუმენტს.
12:09 / 10-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 20 / 34 °C
img
საგარეჯო 21 / 33 °C
img
დ.წყარო 21 / 33 °C
img
სიღნაღი 22 / 36 °C
img
ლაგოდეხი 21 / 32 °C
img
ყვარელი 20 / 34 °C
img
თელავი 21 / 34 °C
img
ახმეტა 20 / 34 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.