სპექტრი+
რა მივირთვათ 40 წლის შემდეგ
ასაკს მენიუში თავისი კორექტივები შეაქვს. ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა საკვები გვჭირდება. იმას, რაც მოზარდისთვის სასარგებლოა, ხანდაზმულისთვის სარგებლობა არ მოაქვს. თანამედროვე დიეტოლოგებმა შეადგინეს იმ პროდუქტების სია, რომლებიც 40 წელს გადაცილებულებმა აუცილებლად უნდა მიირთვან. საქმე ის არის, რომ ასაკთან ერთად ორგანიზმში მცირდება ენერგიის მოხმარება, ხოლო სხვადასხვა ასაკობრივი დაავადების წარმოშობის ალბათობა იზრდება. იზრდება მრავალი დაავადების განვითარების რისკი და მათი დიდი ნაწილი სწორედ არასწორი კვების შედეგია. განსაკუთრებით ხშირია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. 1. შვრია მასში არის ხსნადი უჯრედისი, რომელიც ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. ის შეიცავს უნიკალურ ანტიოქსიდანტებს (ავენანტრამიდი), რომელიც თავიდან გვაცილებს ათეროსკლეროზის საფრთხეს. 2. ალუბალი ანტიოქსიდანტ ანტოციანის მდიდარი წყაროა. სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს ნიკრისის ქარი და ართრიტი. ამცირებს აგრეთვე შარდმჟავას დონეს. 3. ნუში კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის პროფილაქტიკისთვის. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. თუ ყოველდღიურ რაციონში 60 გრამ ნუშს შეიტანთ, ერთ თვეში სისხლში შაქრის დონე 9 პროცენტით შემცირდება. 4. ომეგა-3 ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევა. ისინი უჯრედებისთვის ენერგიის უმთავრესი წყაროა, აწესრიგებს გულისა და სისხლძარღვების მუშაობას, მონაწილეობს ჰორმონების წარმოქმნაში და აძლიერებს მათ მოქმედებას, ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ჩაცხრობას და ონკოლოგიური დაავადებების თავიდან აცილებაც კი შეუძლია. ომეგა-3-ის საუკეთესო წყაროა ორაგული, სარდინი, სკუმბრია, თინუსი და ქაშაყი. თევზში შემავალი ნახევრად უჯერი ცხიმები ააქტიურებს მეხსიერებას, აუმჯობესებს აზროვნების უნარს. 5. სოია შეიცავს არაერთ სასარგებლო ნივთიერებას, მჟავასა და ზეთს. მის შემადგენლობაში შედის ტოკოფეროლი, ლინოლინის მჟავა, ჰოლინი და ლეციტინი, აგრეთვე _ ცილები და ნახშირწყლები. გარდა ამისა, სოია ვიტამინების ნამდვილი საგანძურია: მასში მოიპოვება კაროტინი, E, B6, PP, B1, B2 და B6 ვიტამინები. 6. პომიდორი საუკეთესო წყაროა ანტიოქსიდანტ ლიკოპინებისა, რომლებიც არა მარტო ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, არამედ მათ გამრავლებასაც აფერხებს და არტერიებსაც საიმედოდ იცავს ათეროსკლეროზისგან. 7. რძე ხელს უშლის კუნთოვანი მასის ასაკობრივ შემცირებას. მასში არსებული კალციუმი ძალზე მნიშვნელოვანია ძვლებისთვის. მამაკაცებისთვის კალციუმის დღიური ნორმაა 1000 მგ, ხოლო ქალებისთვის -1200 მგ. შეგახსენებთ, რომ 100 მლ რძეში 11 მგ კალციუმია. მენიუში აუცილებლად უნდა იყოს თხილეულიც. 8. ასაკთან ერთად ძვლები მყიფდება, სახსრები სუსტდება, თავს იჩენს ართრიტი და ართროზი. ხაჭო, ისევე როგორც რძე, ხელს უწყობს კალციუმით ორგანიზმის მომარაგებას. მისი ცხიმიანობა, სასურველია, არ აღემატებოდეს 1 პროცენტს. 9. ბოსტნეული და მწვანილეული ისინი სასარგებლოა მათში შემავალი ვიტამინების გამო. მათი უმრავლესობა ნაკლებკალორიულია, ხოლო დანაყრების შეგრძნებას მალევე იწვევს. გარდა ამისა, ბოსტნეულსა და მწვანილში არსებული უჯრედისი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სწორ ფუნქციობას, ებრძვის ყაბზობას, ორგანიზმიდან გამოაქვს საჭმლის მონელების დროს წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები. კვირაში ერთხელ განტვირთვის დღის დაწესება, როცა მენიუში არც ხორცია და არც თევზი, საუკეთესო გზაა ორგანიზმის დასასვენებლად და ენერგიის რაციონალურად გასანაწილებლად. დღის განმავლობაში მხოლოდ წყლის სმა გაუმართლებელია, მით უმეტეს, რომ, ფსიქოლოგების აზრით, 40 წლიდან კრიზისული ასაკი იწყება და განწყობის ცვალებადობაც მრავალ პრობლემას წარმოშობს, კარგი განწყობისთვის აუცილებელი ჰორმონი სეროტონინი კი სწორედ დიეტოლოგების მიერ შერჩეულ პროდუქტებშია. წყარო: მკურნალი.გე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 21-ე საუკუნეში ხშირად მიდის
მსჯელობა იმაზე, რომელი ძაღლია უფრო საყვარელი, უფრო ლამაზი ან უფრო
გამოსადეგი ამა თუ იმ საქმიანობისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი ძაღლის
ჯიში კონკრეტული პროფესიის ადამიანისთვის იყოს მისი განუყოფელი
პარტნიორი. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძაღლების ლამაზი ჯიშების
ათეულს. მეტად საინტერესოა, როგორია 21-ე საუკუნის სილამაზის
სტანდარტები ადამიანის საუკეთესო მეგობრებისთვის.
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 21-ე საუკუნეში ხშირად მიდის მსჯელობა იმაზე, რომელი ძაღლია უფრო საყვარელი, უფრო ლამაზი ან უფრო გამოსადეგი ამა თუ იმ საქმიანობისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი ძაღლის ჯიში კონკრეტული პროფესიის ადამიანისთვის იყოს მისი განუყოფელი პარტნიორი. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძაღლების ლამაზი ჯიშების ათეულს. მეტად საინტერესოა, როგორია 21-ე საუკუნის სილამაზის სტანდარტები ადამიანის საუკეთესო მეგობრებისთვის.
13:31 / 09.08.2022
კარგად დააკვირდით ფოტოს, ეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
არ გეგონოთ.
კარგად დააკვირდით ფოტოს, ეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გეგონოთ.
13:56 / 21.04.2022
პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველ რომსა
და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით
წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში
ჰკიდებდნენ.
პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველ რომსა და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში ჰკიდებდნენ.
11:56 / 13.05.2021
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა
დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს
გაგიადვილებთ.
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს გაგიადვილებთ.
12:31 / 19.09.2020
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 10 / 18 °C
img
საგარეჯო 9 / 18 °C
img
დ.წყარო 7 / 17 °C
img
სიღნაღი 9 / 19 °C
img
ლაგოდეხი 8 / 16 °C
img
ყვარელი 10 / 18 °C
img
თელავი 10 / 19 °C
img
ახმეტა 9 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.