არჩევნები
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, კახა კალაძის გამოსვლა ხაშურში [R]
ჩემთვის პატივია წარვდგე თქვენს წინაშე ქალაქში, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს გულია, ერთნაირად ნაცნობი და ახლობელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს თითოეული მცხოვრებისთვის.

სასიხარულოა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი გზის მონაკვეთი. გარდა ამისა, რომ ხაშურში სატრანზიტო მოძრაობა შეწყდება და ქალაქი საცობებისგან განიტვირთება, პროექტი მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხითაც, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.


რასაკვირველია, ჩვენ ვიზრუნეთ იმაზეც, რომ ახალი გზის გახსნასთან ერთად, შენარჩუნებულიყო ის ეკონომიკური აქტივობები, რაც უკავშირდებოდა ძველ საავტომობილო გზას ხაშურში, რათა მოსახლეობამ კვლავაც შეძლოს საკუთარი წარმოებული პროდუქციის რეალიზება. შესაბამისად, ახალ გზაზე მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები, რომელიც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

განვითარება ვახსენეთ და შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული - განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოყოფილი და დამტკიცებული გრანტები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ შექმნილიყო სამუშაო ადგილები, რაც იძლევა შესაძლებლობას, დროთა განმავლობაში დაიძლიოს ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც სწორედ ახალ სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ უმშვენიერეს ადგილზე- ქვიშხეთში, კონკრეტულად „რეზორტ მწერლებში“. ეს არის პროექტი, რომელიც განხორციელდა სწორედ სახელმწიფოს თანადაფინანსებით და ხელშეწყობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ასეთი პროექტი უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ ძალიან ბევრს დავდივართ რეგიონებში, ყველა რაიონსა და ქალაქში ჩავდივართ და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიხარია, თუ რა პროექტებია განხორციელებული და როგორი ხელშეწყობაა სოფლად მცხოვრები ადამიანების მიმართ. ძალიან ბევრი ოჯახი იყენებს იმ პროგრამებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხები ჭირდება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, 24-საათიანი მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა პრობლემა იყოს გადალახული და ყველა გამოწვევას ჰქონდეს შესაბამისი პასუხი.

თქვენ იცით, რომ 31 ოქტომბერს არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავალი განვითარებისთვის. დღეს ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ესაა სიმშვიდე და სტაბილურობა. 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ღირებული და ამოსავალი წერტილი არის ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები, ყველაფერი მორგებულია ადამიანზე. დარწმუნებული ვარ, ეს განვითარების და სტაბილურობის გზა აუცილებლად შენარჩუნდება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით შევქმნათ პატარ-პატარა გამარჯვებები, წარმატებების ისტორიები.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.