არჩევნები
გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე და ერთად ვიშრომოთ და შევქმნათ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე [R]
ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე და ერთად ვიშრომოთ და შევქმნათ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ყაზბეგში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს.

„ჩემთვის პატივია აქ, ისტორიულ ხევში ხვალინდელ გეგმებზე და ხვალინდელ დღეზე საუბარი, რადგან ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე და ერთად ვიშრომოთ და შევქმნათ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე. ეს არის ჩვენი აქ შეკრების ძირითადი მიზანი. ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. 2012 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 3-3,5 მილიონი ლარი, დღეს ეს ბიუჯეტი 12 მილიონი ლარია და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს. ადამიანი ყაზბეგში ცხოვრობს თუ თბილისში, ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ადგილობრივებისთვის არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა, შესაძლებლობები ყველგან და ყველაფერში უნდა იყოს თანაბარი - განათლება, სამედიცინო დახმარება, სოციალური დახმარება უნდა იყოს ერთნაირი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ეს იქნება - „აწარმოე საქართველოში“ თუ სოფლის მეურნეობის პროგრამები, მთავრობამ ეს ყველაფერი ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო ახლოს მიიტანა.

„ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტებში თქვენ შეგიძლიათ, თქვენს საზოგადოებრივ ცენტრში ან იუსტიციის სახლში მიხვიდეთ და ზუსტად იგივე მომსახურება მიიღოთ, რასაც მიიღებდით თბილისის იუსტიციის სახლში ან რომელიმე სამინისტროში. ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ აქ, ადგილზე ახალგაზრდები დავამაგროთ, მათ, ვისაც აქვთ ნიჭი, შესაძლებლობა და სითამამე, პირველი ნაბიჯი გადადგან ბიზნესში, დაიწყონ თავიანთი საქმე, გახსნან სასტუმრო ან კიდევ ბევრი რამ. ჩვენი მთავარი მიზანია, ადამიანებს შევუქმნათ ერთნაირი სამართლიანი პირობები ყველგან, ქალაქში იქნება ეს თუ მთაში. ძალზედ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები. მოგეხსენებათ, პრაქტიკულად უკვე დაწყებულია ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა, ეს უპრეცედენტოდ დიდი და მნიშვნელოვანი გზა იქნება ამ რეგიონისთვის, რომელიც გააძლიერებს აქაურობის სატრანზიტო პოტენციალს. სოფლის მეურნეობა კარგია, ტურიზმიც კარგია, მაგრამ ტრანზიტი ყოველთვის იყო ამ რეგიონის ძალიან ძლიერი მხარე.
სულ უახლოეს პერიოდში დაიწყება ჟინვალამდე გზის პროექტირება. მოკლედ რომ გითხრათ, თბილისიდან აქ ამოსვლა დაახლოებით 1 საათით უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი და ამას სულ 3-4 წელი დასჭირდება. ქვეშეთი-კობი დამთავრდება 2023-2024 წლებში და ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობასაც, რომლის პროექტირება უკვე დაწყებულია, ძალიან სწრაფად დავიწყებთ. ეს სულ სხვა რეგიონი გახდება და აქ სულ სხვა ცხოვრება იქნება“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


პრემიერ-მინისტრმა გუდაურზე ისაუბრა და აქ არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

„უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ გუდაურს. გუდაურის უკვე წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, ჩვენთვისაც გაჭიანურებული, გუდაურის წყალმომარაგება, წლევანდელ სეზონზე იქნება გადაწყვეტილი და ეს პრობლემა გუდაურში აღარ იარსებებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ წელს, ამ პანდემიის პირობებში, ტურისტების რაოდენობა ბუნებრივად შეგვიმცირდა. ცალკე აღებული საქართველო ვირუსს ვერ დაამარცხებს, მაგრამ ყველაზე ეფექტურები უნდა ვიყოთ ჩვენ და ყველაზე სწრაფად უნდა მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენა. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ყველამ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ საუკეთესო განათლება და არ ჰქონდეს მნიშვნელობა, ეს არის თბილისის, თუ ყაზბეგის სკოლაში, ჩვენს მოხუცებს ჰქონდეთ ძლიერი სოციალური დახმარება და ამიტომ არის, რომ ყაზბეგის ყველა სოფელს აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, რაც პირდაპირი სოციალური დახმარებაა თითოეული აქ მცხოვრები მოქალაქისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველას გვქონდეს თანაბარი, სამართლიანი პირობები, იმისთვის, რომ ვიშრომოთ და სამართლიანად, ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე შალვა კერესელიძეზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ის, ყაზბეგელების ღირსეული ხმა იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში, თქვენ მოგეხმარებათ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი. შალვა კერესელიძე ამ კუთხის შვილია და ის იყო ამ რეგიონის გუბერნატორი. მან ძალიან კარგად იცის, აქ, თითოეული პრობლემა, დრო არ დაჭირდება და როგორც კი გავიმარჯვებთ, მეორე დღეს დაიწყებს აქაური მოსახლეობის ინტერესების დაცვას და დარწმუნებული ვარ, ყაზბეგელების ღირსეული ხმა იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. მოხევეებო, კიდევ ერთხელ გისურვებთ გამარჯვებას, სამართლიან ბრძოლაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 21 °C
img
საგარეჯო 13 / 19 °C
img
დ.წყარო 9 / 17 °C
img
სიღნაღი 13 / 22 °C
img
ლაგოდეხი 12 / 18 °C
img
ყვარელი 14 / 21 °C
img
თელავი 13 / 19 °C
img
ახმეტა 12 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.