არჩევნები
არჩილ თალაკვაძე - რის გაკეთება შევძელით და რას გავაკეთებთ მომავალში - ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი, გამოცდილი გუნდი და გვაქვს პასუხები ამ კითხვებზე [R]
„ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი და ჩვენს გუნდს აქვს დიდი რესურსი, რომ მომავალშიც გააგრძელოს განვითარება - ჩვენ გვაქვს გეგმა და მე მჯერა, რომ მომავალში ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ერთად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვანში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე წარადგინა.

არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას მმართველი გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ესაუბრა და ის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, რაზეც „ქართული ოცნება“ მომავალში გააგრძელებს მუშაობას.

„ჩვენ თქვენი მხარდაჭერით ყველაზე უკეთ შევძელით, რომ ამ წლების განმავლობაში დაგვეცვა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით, წინა ნებისმიერ ხელისუფლებასთან შედარებით, ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და მისი უფლებების დაცვაზე. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი რომ მოგიყვანოთ - 1.8 მლრდ ლარიდან ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, თქვენი მხარდაჭერით, 4.3 მლრდ ლარამდე გაიზარდა მხოლოდ ჯანდაცვის დაფინანსება. დღეისთვის, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, 8 მლნ-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა აქვს სახელმწიფოს დაფინანსებული. მეორე - ჩვენ შევძელით ბიზნესის თავისუფლების, საკუთრების უფლების დაცვა. ადამიანი, რომელიც ქმნის დოვლათს, დღეს, გამჭვირვალე საგადასახადო გარემოში, თავს გრძნობს დაცულად. მას ასევე აქვს მექანიზმები, თუ უსამართლობას წააწყდება, სად უნდა გაარკვიოს ეს საკითხი და ეს ინსტიტუტები დღეს მუშაობს გამართულად და მომავალშიც არის დაგეგმილი რეფორმები. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი რომ გითხრათ, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სააგენტომ 2.9 მლრდ ლარის პროექტები დააფინანსა და აწარმოე საქართველოს სააგენტომ, პროგრამამ, 1.4 მლრდ ლარის პროგრამები დააფინანსა. რიცხვებში რომ გითხრათ, 84 ათასზე მეტმა ადამიანმა ჩვენს სახელმწიფოში ისარგებლა ამ პროგრამებით, რათა შეექმნა თავისი ახალი ბიზნესი, დაესაქმებინა ადამიანები, ან გაეფართოვებინა უკვე არსებული ბიზნესი. შემდეგი საკითხი, რაზეც მოკლედ მინდა ვისაუბრო, ეს არის ინფრასტრუქტურა: ორჯერ მეტი მაგისტრალი არის გაკეთებული, სკოლები, ბაღები, წყლის სისტემები, მუზეუმები და არაერთი სხვა მნიშვნელოვანი სოციალური თუ ეკონომიკური ინფრასტრუქტურა გავაკეთეთ ჩვენ ამ წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს გეგმა და მე მჯერა, რომ მომავალში ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ერთად. მინდა, ასევე, განსაკუთრებით გამოვყო ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ამ წლების განმავლობაში გაკეთდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი აჩვენებს, თუ რამდენად სტრატეგიული და მასშტაბურია ეს პროექტები: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აბასთუმნის განვითარების პროექტი, შავი ზღვისპირა ზოლის ეკონომიკური განვითარების პროექტი, სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა რიცხვიც არის ასეულობით, აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი და ჩვენს გუნდს აქვს დიდი რესურსი, რომ მომავალშიც გააგრძელოს განვითარება. რა თქმა უნდა ეს პროექტები პირდაპირ ნიშნავს სამუშაო ადგილებს, უფრო მეტ კეთილდღეობას ჩვენს ოჯახებში და უფრო მეტ დასაქმებულ, უფრო მეტ განათლებულ ადამიანს, რაც ასევე, თავის მხრივ, უკავშირდება ეკონომიკას და განვითარებას. ჩვენ შევძელით პრაგმატული, მშვიდობიანი და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება. სწორედ ამის შედეგად, სწორედ თქვენი მხარდაჭერით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატებები, როგორც ევროკავშირთან, ასევე, ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვაქვს უვიზო მგზავრობის რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, და გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ასევე, უპრეცენდენტოდ ძლიერი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. და ბოლოს, რას ვგეგმავთ მომავალში: ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაგრძელოთ ფუნდამენტური რეფორმები განათლების სექტორში, ჩვენ გავზარდეთ ხელფასები, ჩვენ გავზარდეთ დაფინანსება განათლებაში და ჩვენ გვჯერა, რომ განათლებით თქვენი შვილები, ახალი თაობა, შეძლებს უფრო წარმატებული, ეკონომიკურად უფრო ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ამაში ჩაიდება დიდი რესურსი და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობა ამ მიმართულებით ფუნდამენტური ნაბიჯებს დგამს და მათ აქვთ სრული მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდანაც. ჩვენ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, ვგეგმავთ, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, საგარეო პოლიტიკის სფეროში კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი წარმატებები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და წარმატებები უსურვა.

„მინდა, მხარდაჭერა გამოვთქვა ბატონი გივი ჭიჭინაძის მიმართ, რომელიც, ვფიქრობ, რომ იქნება თქვენი საუკეთესო წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის სამშობლოს სიყვარულის, წესიერების, უანგარო მოღვაწეობის მაგალითი. ადამიანი, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, აქვს საქმიანი და მეგობრული კონტაქტები იმ ხალხთან, ვისაც თქვენი მხარის საკითხების გადაჭრა შეუძლია. ამიტომ, სწორედ ის შეძლებს თქვენი პრობლემების ყველაზე სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას პარლამენტის და მთავრობის მხარდაჭერით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 16 °C
img
საგარეჯო 10 / 18 °C
img
დ.წყარო 8 / 15 °C
img
სიღნაღი 12 / 17 °C
img
ლაგოდეხი 9 / 14 °C
img
ყვარელი 11 / 16 °C
img
თელავი 11 / 19 °C
img
ახმეტა 10 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.