არჩევნები
გიორგი გახარია - „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს გამარჯვება არ იქნება ერთი პარტიის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება [R]
დიდი პატივია, აქ, ანტიკურ ნაქალაქარში თქვენთან ერთად საუბარი მომავალზე, თან მეოცე საუკუნის გენიოსი ქართველის, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში. ეს ისეთი სინერგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ემოციებს იწვევს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე, ვანში განაცხადა.

პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ ბევრი საჭირო საქმეა დაწყებული ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც უნდა დასრულდეს და ერთობლივი შრომით ხვალინდელი დღე უნდა იყოს უკეთესი.

„მიუხედავად ჩვენი წარმატებებისა, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანა, სამწუხაროდ, ისეთ მდგომარეობაშია, რომ ბევრი მაგარი დაწყებული საჭირო საქმე გვაქვს ერთად დასასრულებელი. მარტივ, ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ - გზა, წყალი, გაზი, სკოლა, ბაღი და ა.შ. ამ მიმართულებითაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ 2012 წელს ქვეყანა ისეთ დღეში დაგვხვდა, რომ ადამიანის ჯანდაცვა საერთოდ უგულებელყოფილი იყო, ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყო უგულებელყოფილი, საერთოდ, გზებზე, წყალმომარაგებაზე, როგორ შეიძლება ოცდამეერთე საუკუნეში ვანში ნორმალური, 24-საათიანი წყალმომარაგება არ არსებობდეს. ამას ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ, არავის არაფერში უნდა შევეჯიბროთ, თავი უნდა დავხაროთ და 24-საათიანი შრომით, ყოველდღიურად, ჩვენი დღევანდელობა უნდა გავხადოთ უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და უნდა გვქონდეს ხვალინდელი დღის იმედი. ერთად შრომით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. მარტივ, ელემენტარულ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ. მაგალითად იმაზე, რომ ქვეყანაში შიდა სოფლის გზები უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ვანში სერიოზული პრობლემაა, როგორც წყალმომარაგება, ისე სანიაღვრე არხები, ასევე მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და კიდევ ბევრი რამ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა იქნება სერიოზული ნაბიჯი, რომ ვანმა მნიშვნელოვანი ტურისტული აზრი შეიძინოს არა მხოლოდ ქვეყანის, არამედ საერთაშორისო დონეზე.

„ყველაფერთან ერთად რა თქმა უნდა, ჩვენი წარსულიც უნდა გვახსოვდეს და ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა იქნება სერიოზული ნაბიჯი წინ, იმისთვის, რომ ვანმა მნიშვნელოვანი ტურისტული აზრი შეიძინოს არა მხოლოდ ქვეყანის, არამედ საერთაშორისო დონეზე. აქ ტურისტების დიდი რაოდენობა იქნება, იმდენად მნიშვნელოვანი ექსპონატები იქნება ამ არქეოლოგიურ მუზეუმში. ვანი ვერ გახდება მხოლოდ და მხოლოდ ტურისტული ცენტრი. ვანში ყოველთვის იყო და ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ექნება სოფლის მეურნეობას,“- განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით, შეუძლებელია, სახელმწიფოს არ ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რომ დაეხმაროს გლეხს, გახდეს ძლიერი ფერმერი. პრემიერმა აღნიშნა, რომ პროგრამამ - „სახელმწიფო შენი პარტნიორი“, გააერთიანა ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო თითოეულ ადამიანს ეხმარება.

„შეუძლებელია, სახელმწიფოს არ ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რომ დაეხმაროს გლეხს, გახდეს ძლიერი ფერმერი. ადამიანს, ვანში, რომელსაც აქვს სურვილი, თავის თავზე რისკი აიღოს, შიში გადალახოს, გადადგას პირველი ნაბიჯი და თავისი საქმე დაიწყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში თუ სხვა დარგებში, სახელმწიფო რა თქმა უნდა გვერდით უნდა დაუდგეს. ჩვენ ამისთვის გავაკეთეთ პროგრამა - „სახელმწიფო შენი პარტნიორია“, რომელმაც გააერთიანა ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო თითოეულ ადამიანს ეხმარება. წელს, ვანში გაკეთდა საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გახსნა. იმისთვის, რომ პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში“ მიგეღოთ მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამებში მიგეღოთ მონაწილეობა, ეს იქნება „დანერგე მომავალი“ თუ სხვა რამ, უნდა ჩასულიყავით თბილისში და იქ მიგეღოთ ინფორმაცია. ეს ყველაფერი, დღეს, აქ გაქვთ, ვანში, საზოგადოებრივ ცენტრში. ერთი ნაბიჯი გაქვთ გადასადგმელი, რომ მიხვიდეთ. იქ სრული ინფორმაციაა იმ დონემდე, რომ კონტრაქტის გაფორმებაა შესაძლებელი, ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი იქნება. ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას თანაბარი პირობები ყველასთვის და ნიჭიერმა ადამიანს, რომელსაც შეუძლია პირველი ნაბიჯი გადადგას, სახელმწიფო დაუდგეს გვერდით და საქართველო გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა. თანაბარი შესაძლებლობის ქვეყანა ყველასთვის, ვისაც შეუძლია, ღირსეული შრომით, ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი და შემდეგ, გაძლიერდეს ისე, რომ დაასაქმოს მეზობელი, ნათესავი და ა.შ. ეს არის ძირითადი მიზანი. ეს იყო ყოველთვის „ქართული ოცნების“ მიზანი. „ქართული ოცნების“ ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე იყო ადამიანი, მისი ღირსება, სამართლიანობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეუძლებელია სახელმწიფო არ ზრუნავდეს და არ ფიქრობდეს ბავშვებზე და მათი საუკეთესო ინტერესები არ იყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისევე, როგორც შეუძლებელია, სახელმწიფო არ ფიქრობდეს ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე და სამარცხვინო იყო, როდესაც პენსიის ზრდა არჩევნების წინ, ყოველთვის იყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. დღეს, ჩვენ შევძელით ის, რომ საკანონმდებლო დონეზე ეს არის შეტანილი კანონში, რომელიც გარანტიას აძლევს თითოეულ პენსიონერს, ყოველწლიურად, ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მისი შემოსავალი გაიზარდოს,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ისეთი სისტემური პროფესიების წარმომადგენლები, როგორებიც არიან - მასწავლებლები, ექიმები და პოლიციელები, იყვნენ სახელმწიფოს ყურადღების გარეშე.

მისივე თქმით, ხელისუფლების ძირითადი მიზანი იქნება, თანაბარი პირობები შექმნას ყველასთვის და არ ჰქონდეს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ვანში ცხოვრობს, თბილისში, ბათუმში, სამტრედიაში თუ ქუთაისში.


„შეუძლებელია, ისეთი სისტემური პროფესიების წარმომადგენლები, როგორებიცაა მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, იყვნენ სახელმწიფოს ყურადღების გარეშე. ეს ის ხალხია, რომელიც სახელმწიფოს სახელით ემსახურება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ უდიდესი ყურადღება გვექნება და მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა თქვან და ვისაც რა არ უნდა მოსწონდეს, ჩვენ ამ ხალხის მიმართულებით ყურადღებას გავაგრძელებთ. ძირითადი მიზანი იქნება, თანაბარი პირობები შევქმნათ ყველასთვის, არ ჰქონდეს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ვანში ცხოვრობს, თბილისში, ბათუმში, სამტრედიაში თუ ქუთაისში. ყველას უნდა შეეძლოს, მიიღოს ერთნაირი განათლება, ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობები, ერთნაირი სამედიცინო და სოციალური დახმარება. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის განსახორციელებლად ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. რაც მთავარია, ეს გამარჯვება იქნება სამართლიან ბრძოლაში და ეს არ იქნება ერთი პარტიის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ, ვანელებო,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 26 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 29 °C
img
ახმეტა 16 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.