არჩევნები
გიორგი გახარია - თითოეული წარმატებული პროექტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დიდი შერიგებისკენ [R]
მესმის, რომ ჩვენთვის არ არის ბუნებრივი აქ პირბადეებით სხდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მომავალი თაობის, ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ განგვასხვავებს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას, ზუგდიდში განაცხადა.

პრემიერ - მინისტრის თქმით, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არა მხოლოდ მეგრელების, არამედ მთლიანად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის წარმატებაა და ამან დამატებითი მუხტი უნდა მისცეს ყველას, ამაშია ის დიდი მისია, რომელიც სამეგრელოში თითოეულ ადამიანს აკისრია.

„საქართველოში ბევრი გამორჩეული კუთხეა, ყველა კუთხე გამორჩეულია თავისი ისტორიით, სილამაზით, მაგრამ არავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ სამეგრელო გამორჩეულთა შორის გამორჩეულია. სამეგრელომ უამრავი ღირსშესანიშნაობა აჩუქა ამ ქვეყანას, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას უდიდესი ადამიანები, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას ისეთი ისტორიული მოვლენები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ამ ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის განსახიერება და თავმოყრა არის ეს სატახტო ქალაქი - ზუგდიდი. ზუგდიდი არის სამეგრელოს წარმატების გასაღები და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - დღეს, აქ, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არა მხოლოდ მეგრელების, არამედ მთლიანად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის წარმატებაა და ამან დამატებითი მუხტი უნდა მოგვცეს თითოეულ ჩვენგანს და ამაშია ის დიდი მისია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქ, ამ კუთხეში გვაკისრია. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, რომ თითოეული წარმატებული პროექტი ამ ქალაქში და ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ ლამაზდება დღითი დღე ზუგდიდი, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დიდი შერიგებისკენ. დღეს, საქართველოში ჩვენ აღვნიშნავთ ვეტერანების დღეს და მე მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც თავი გასწირა საქართველოს ერთიანობისთვის და ასევე იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დღესაც იბრძვიან ამ ერთიანობის მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, შრომით და მშვიდობიანად და შრომის ფასი სამეგრელოში ყველაზე კარგად იციან. ეს კარგად ჩანს იმ საწარმოებში, იმ სასტუმროებში, სოფლის მეურნეობის იმ პროექტებში, რომლებიც აქ ხორციელდება,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, შემდგომ 4 წელში, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და დიდი ნაწილი აქედან მოხმარდება სამეგრელოს. მისივე განცხადებით, ბევრი მნიშვნელოვანი დაწყებული საქმე უნდა დასრულდეს, მათ შორის, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები.


„2012 წლიდან, სამეგრელოში ინვესტირებული იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მილიარდ ასოთხმოცდაექვსი მილიონი ლარი, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ამიტომ გეტყვით, რომ შემდგომ 4 წელში, რაც არის საარჩევნო ციკლი, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და, რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი აქედან მოხმარდება ამ კუთხეს და სამეგრელოს. ყველას კარგად გვესმის, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი დაწყებული საქმე უნდა გავიყვანოთ ბოლოში, მაგალითად წყალმომარაგება. ზუგდიდს ათწლეულები არ ჰქონდა ნორმალური წყალმომარაგების სისტემა. როგორც იქნა, ბევრი ვიწვალეთ, ცოტა საჭიროზე მეტი დრო დავხარჯეთ, მაგრამ ეს პრობლემა ბოლოში გავიყვანეთ, თუმცა შემდგომი პრობლემა არის წყალარინების სისტემა. რა თქმა უნდა, ნორმალურ, თანამედროვე ქალაქს უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი წყალარინების სისტემა და მომავალ წელს ჩვენ ამ პროექტს დავიწყებთ. ზუგდიდში ვაკეთებთ გზებს, ვაკეთებთ მაგისტრალურ გზებს, მაგრამ შიდა სასოფლო გზები უკვე პრობლემაა. სასმელი წყალი სოფლებში, საირიგაციო წყლები - ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მიმართული იქნება სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოსაყვანად. გზები, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, საირიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები - რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, მარტვილში, ყველგან, ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც არის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და შესაძლებლობებში სხვაობა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და აღნიშნა, რომ ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი გზის გარეშე.

„საქართველოს წარმატება, პირველი რიგში, განისაზღვრება მისი რეგიონების წარმატებით და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი. ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი გზის გარეშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. რა თქმა უნდა, ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება იყოს ღირსეული და სამართლიანი. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში. ჩვენ, ერთადერთი, რაც გვინდა ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, არის ის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. არაფერი არ გავაკეთოთ ისეთი, რაც ოდნავ მაინც რაიმე ეჭვის ქვეშ დააყენებს ჩვენს ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, უჩვეულოა პირბადეებით ერთმანეთთან საუბარი, ერთად ყოფნა, თუმცა ეს არის პასუხისმგებლობა მომავალი თაობებისა და ქვეყნის განვითარების, აგრეთვე ხანდაზმული ადამიანების წინაშე. გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი და სწორედ ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც განასხვავებს მმართველ გუნდს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს უნდა ვთქვათ ის, რასაც მთელი მსოფლიო, გლობალური სამყარო ებრძვის, ეს არის პანდემია. მე მესმის, რომ ჩვენთვის არ არის ბუნებრივი აქ პირბადეებით სხდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მომავალი თაობის, ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ განგვასხვავებს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე, გამარჯვებას გისურვებთ!“- განაცხადა პრემიერმა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 11 / 28 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.