დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველო. მათი ინფორმაციით, ახმეტის მეთვრამეტე
საოლქო კომისიის #4 საარჩევნო უბანზე არ ამოწმებენ მარკირებას.
- ლაგოდეხის 15-ე საოლქო კომისიის #36 საარჩევნო უბანზე კომისიის
წევრები არ აძლევენ საჩივრის ფორმებს დამკვირვებლებს.
- გურჯაანის მეთორმეტე საოლქო კომისიის #2 საარჩევნო უბანზე
დამკვირვებელი ინიშნავს ამომრჩევლების ვინაობას და პირად ნომრებს,
რაშიც კომისიის წევრებიც ეხმარებიან. თავმჯდომარე ამ ფაქტზე არ ახდენს
რეაგირებას. დავწერეთ საჩივარი.
- გურჯაანის 12-ე საოლქო კომისიის #1 საარჩევნო უბანზე ჩვენს
წარმომადგენელს ფოტოების გადაღების გამო აძევებდნენ. საბოლოოდ, მას,
საოლქო კომისიის ჩარევის შემდეგ, აღარ დაატოვებინეს უბანი.
- 08:52 - გურჯაანის მეთორმეტე საოლქო კომისიის #34 საარჩევნო
უბანზე სამაგიდო სიაში არ არის გადასატანი ყუთის ამომრჩევლის
აღნიშვნები. ცესკოს წარმომადგენლის შენიშვნის მერე გასწორდა.
მასალის გამოყენების პირობები