არჩევნები
საკრებულოს დეპუტატობისთვის კახეთში 248 მამაკაცი და 43 ქალი იბრძვის
ორ ოქტომბერს ამომრჩევლები, მუნიციპალიტეტების მერების გარდა, საკრებულოებში მაჟორიტარ დეპუტატებსაც აირჩევენ.

კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურმა პარტიებმა: გახარია „საქართველოსთვის“, „ევროპულმა საქართველომ“, პარტია „ქართულმა ოცნება“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „ლელომ“ დაარეგისტრირეს.როგორც გამოიკვეთა, გენდერული ბალანსი ნაკლებად არის დაცული, ქალი კანდიდატების უმეტესი ნაწილი, ძირითადად, „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკრებულოს დეპუტატობისთვის, მთლიანობაში, 45 კანდიდატი იბრძოლებს, აქედან ქალი მხოლოდ ოთხია, - ორი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ერთი „პატრიოტთა ალიანსიდან“, ერთიც „ქართული ოცნებიდან“.

სიღნაღში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „ნაციონალურმა მოძრაობამ, „ქართულმა ოცნებამ“, „გახარია საქართველოსთვის“, „ევროპულმა საქართველომ“ და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ დაასახელა. მთლიანობაში, 42 კანდიდატიდან 9 ქალია. აქედან 4 „ევროპულმა საქართველომ“, 3 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ორი „ქართულმა ოცნებამ“ დაარეგისტრირა.

საგარეჯოში სულ 38 კანდიდატია, აქედან 7 ქალია. აქ ყველაზე მეტი - ხუთი ქალი „ნაციონალურმა მოძრაობამ “ წარადგინა. ერთი კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსს“, ხოლო ერთიც „ლელოს“ ჰყავს.

თელავის მუნიციპალიტეტში სულ 49 კანდიდატია, აქედან მხოლოდ 9 ქალია. ყველაზე მეტი რაოდენობით, 7 ქალი - პარტია „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. ერთი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხოლო ერთიც მმართველმა პარტიამ დაარეგისტრირა.

ლაგოდეხში სულ 30 მაჟორიტარი კანდიდატია, აქედან 3 ქალია. ორი ქალი კანდიდატი პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, ხოლო ერთი „მესამე ძალამ“ წარადგინა.

დედოფლისწყაროში 23 მაჟორიტარობის კანდიდატი იყრის კენჭს. აქედან 4 ქალია. მათგან სამი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, ერთი - „ევროპული საქართველოდან“.

ყვარელში მაჟორიტარობის კანდიდატები მხოლოდ ოთხმა პარტიამ დაარეგისტრირა. სულ 33 კანდიდატია, აქედან ქალი მხოლოდ ორია, - ერთი პარტია „გახარია საქართველოდან“, ერთიც - „პატრიოტთა ალიანსიდან“.

რაც შეეხება ახმეტას, აქ საკრებულოს დეპუტატობისთვის 31 კანდიდატი იბრძოლებს, აქედან ხუთი ქალია. ორი „ნაციონალური მოძრაობის“, სამი კი, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატია,.

მთლიანობაში, კახეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის 291 კანდიდატია, მათგან 248 კაცი და 43 ქალია დარეგისტრირებული.
დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი თვითმმართველობის არჩევნებზე, - ამის შესაფასებლად „ღია სივრცე კავკასიის“ თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილს მივმართეთ. როგორც მან speqtri.ge-ს განუმარტა, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაში უფრო მეტი ქალი უნდა იყოს.

„კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა შექმნას მექანიზმი, რითაც ხელს შეუწყობს ქალებისა და მამაკაცების თანასწორობას. საარჩევნო კოდექსში აისახა სავალდებულო კვოტის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყოველ სამეულში ერთი განსხვავებული სქესი უნდა იყოს წარმოდგენილი.
სავალდებულო კვოტა ჩვენ გვაქვს პროპორციულ სიებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია მას არ დაარეგისტრირებს და ხარვეზს დაუდგენს.ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, მაჟორიტარულ ნაწილში გენდერული კვოტა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, პარტიებმა თავიანთი შიდა დემოკრატია უნდა განავითარონ იმ კუთხით, რომ მეტი ქალი იყოს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაში.ჩვენ შეგვიძლია, დღევანდელი მონაცემები შევადაროთ 2017 წლის მოწვევის არჩევნებს ადგილობრივ დონეზე. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დავინახოთ, არის თუ არა გარკვეული ზრდა არის გენდერული კუთხით, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.“

მისივე თქმით, მაჟორიტარულ სიებში „ქართულ ოცნებას“ უფრო ნაკლები ქალი ჰყავს დასახელებული, ვიდრე სხვა პოლიტიკურ ძალას.
„ვხედავთ, რომ მმართველ პარტიას ნაკლები რაოდენობის ქალი ჰყავს მაჟორიტარული სიით წარდგენილი, ვიდრე სხვა პარტიებს. პატრიარქალური დამოკიდებულება და მენტალიტეტი არ აძლევს ქალებს საშუალებას, უფრო აქტიურად გამოვიდნენ პოლიტიკაში.მიუხედავად იმისა, რომ განათლება ხელმისაწვდომია საქართველოში, ვხედავთ, რომ ეკონომიკურად ისინი არ არიან თანასწორ მდგომარეობაში, კაცებთან შედარებით. ეს, რა თქმა უნდა, მაჟორიტარულ არჩევნებზეც აისახება.პარტიები ყოველთვის ცდილობენ, ისეთი კანდიდატები დაასახელონ, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ კამპანიის წარმოება, აქვთ დამოუკიდებელი რესურსი და მას სწორად წარმართავენ, ხარჯავენ წინასაარჩევნო პერიოდში.
შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს მთლიანად იმ გარემოზე, რომ ქალები ნაკლებად არიან ჩართულები პოლიტიკაში. ისინი არ არიან დასახელებული იმ რაოდენობით, თუნდაც მაჟორიტარულ შემთხვევაში, რა რაოდენობითაც ჩვენ ვისურვებდით.პოლიტიკურმა პარტიებმაც და მმართველმა გუნდმაც უნდა აწარმოოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე იქნება ორიენტირებული.“

ირმა პავლიაშვილის განმარტებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების როლი არსებითად მნიშვნელოვანია.
„ადგილობრივი თვითმმართველობა ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსახლეობას მოუგვაროს პრობლემები, მათი პრიორიტეტების მიხედვით. ამისთვის საჭიროა, საკითხი ორმხრივად იყოს დანახული.ქალებს უფრო განსხვავებული ხედვა და აზრი აქვთ გარკვეულ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. შესაბამისად, გენდერულ მესიჯებს ჩვენ ვერ დავინახავთ, თუ არ გვეყოლება მეტი ქალი პოლიტიკაში,“ -ამბობს „ღია სივრცე კავკასიის“ თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილი.


სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია" ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.