არჩევნები
შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
შუალედურ არჩევნებამდე, რომელიც მიმდინარე წლის 29 აპრილს ჩატარდება, 60 დღე დარჩა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, დღეიდან, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში რეგულაციები ამოქმედდა. მისივე განცხადებით, ეს არჩევნები გამორჩეულია იმითა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული.

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული.
საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს, თუმცა მიგვაჩნია, რომ საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის, წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დაცვა, ამომრჩეველთა ზუსტი, სწორი ინფორმირება იქნება განმსაზღვრელი საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად ჩატარებისა და ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვისა. ამ პროცესს ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, საარჩევნო სუბიექტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი, რადგან ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს საარჩევნო გარემოს და გაამარტივებს საარჩევნო პროცესს, რაც შექმნის მყარ საფუძველს 2024 წლის არჩევნებისთვის ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დასანერგად.
კიდევ ერთხელ, გვინდა მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, დაიცვან წინასაარჩევნო აგიტაციის წესები, რათა ჩვენ ყველამ ერთად უზრუნველვყოთ 29 აპრილის არჩევნების მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.“- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცნობისთვის, უკვე შექმნილია შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები. შუალედური არჩვნები გაიმართება გურჯაანშიც, სადაც საკრებულოს დეპუტატს ვეჯინისა და ძირკოკის მოსახლეობა აირჩევს.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკისა და ვეჯინის მოსახლეობა
2023 წლის 29 აპრილის შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატს
აირჩევს. დღეიდან საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. სააგიტაციო მასალის
გასაკრავი ადგილები დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკისა და ვეჯინის მოსახლეობა 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. დღეიდან საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. სააგიტაციო მასალის გასაკრავი ადგილები დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა.
16:09 / 28.02.2023
2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის
90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. - ამის
შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის
დასრულების შემდეგ განაცხადა.
2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
18:15 / 06.02.2023
თელვის #17 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურში
დაწერილი 10 საჩივრიდან ცხრა უკვე განიხილა და შესაბამისი
გადაწყვეტილებაც მიიღო. ამის შესახებ speqtri.ge-ს საოლქო კომისიის
თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.
თელვის #17 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურში დაწერილი 10 საჩივრიდან ცხრა უკვე განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. ამის შესახებ speqtri.ge-ს საოლქო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.
14:36 / 05.11.2021
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს
ხელახლა დათვლიან კიდევ 290-ზე მეტ უბანზე მიცემული ხმების მიხედვით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ხელახლა დათვლიან კიდევ 290-ზე მეტ უბანზე მიცემული ხმების მიხედვით.
11:04 / 02.11.2021
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, თელავში, ერეკლე II-ის გამზირი, №16-ში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კახეთის რეგიონალური სამმართველო გაიხსნა, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით
11:19 / 13-02-2023
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კაჭრეთში. კოლეჯ "აისის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანა 60 წლამდე ასაკის ფეხითმოსიარულე ქალს დაეჯახა.
14:01 / 31-01-2023
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა, რომელიც ავღანეთის მისიაშიც მონაწილეობდა.
09:50 / 20-01-2023
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით. გურჯაანში ასეთი 21 შენობა გამოვლინდა.
17:09 / 27-02-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომრაციით, ქალაქ გურჯაანში სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დაიწყება.
16:00 / 22-02-2023
სხვა ამბები
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამ წუთებში ავრცელებს.
00:01 / 08-03-2023
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
20:38 / 07-03-2023
2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და პირობები განისაზღვრა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
10:47 / 01-03-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკისა და ვეჯინის მოსახლეობა 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. დღეიდან საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. სააგიტაციო მასალის გასაკრავი ადგილები დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა.
16:09 / 28-02-2023
შუალედურ არჩევნებამდე, რომელიც მიმდინარე წლის 29 აპრილს ჩატარდება, 60 დღე დარჩა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
15:11 / 28-02-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 8 თებერვალს ახმეტაში, ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის დარბაზში, 2008-2010 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს შორის ქართულ ჭიდაობაში მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა.
12:22 / 10-02-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 16 °C
img
საგარეჯო 8 / 14 °C
img
დ.წყარო 6 / 13 °C
img
სიღნაღი 7 / 17 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 7 / 16 °C
img
თელავი 9 / 14 °C
img
ახმეტა 8 / 15 °C
img
კალენდარი
«« მარტი 2023 »»
2728 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.