სპექტრი+
რას გიმზადებთ 2016 წელი
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2016 ცეცხლოვანი მაიმუნის წელია – ახალი წელი 2016 წლის 8 თებერვალს დგება. სწორედ ამ დღეს ჩინური ჰოროსკოპის თანახმად ხალისიანად და კუდის ქნევით მწვანე თხა (2015 წლის სიმბოლო) დაგვტოვებს და ადგილს დაუთმობს ცეცხლოვან მაიმუნს. მაიმუნი – არტისტული და ექსცენტრიული ნატურაა, გამოირჩევა ძლიერი ინტუიციით. არაპროგნოზირებადი და კაპრიზულია, რთულია მიხვდე, თუ რაზე ფიქრობს. მისი ქცევა შეიძლება შეიცვალოს მისი ხასიათის ცვლილებასთან ერთად. წლის განმავლობაში მოვლენებიც შეიძლება ხშირად ცვალებადი და ურთიერთგანსხვავებული იყოს, თუმცა დომინანტური მაინც პოზიტიური განწყობა იქნება. ეს წელი იქნება საკმაოდ შთამბეჭდავი, მხიარული, ხშირად გამოუცნობი და არაპროგნოზირებადი მოვლენებით სავსე. ამ წელს ყველაზე მეტად გაუჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს სერიოზულად აღიქვამენ და დეტალებს უღრმავდებიან. მაიმუნი ძალიან ზედაპირული და მხიარულია, ამიტომ მის წელსაც შედარებით ზედაპირული და მხიარული უნდა იყოთ, არ მიიტანოთ რაღაცები გულთან ახლოს და მშვიდად შეხედოთ მოვლენებს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, მაიმუნს უყვარს სახლი, ოჯახი და თბილი კერა. ის არაჩვეულებრივი დედა და ერთგული მეუღლეა, რომელიც თავდადებით იცავს თავის ოჯახსა და სიყვარულს. 2016 წელი იდეალურია ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად, სადაც იმეფებს სიყვარული და ერთგულება. მოდით ვნახოთ, როგორი იქნება 2016 წელი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. ვერძი: 2015 წლის განმავლობაში ცდილობდით რაღაცის გამოსწორებას, გარშემო მყოფთა დარწმუნებას საკუთარ სისწორეში. ცეცხლოვანი მაიმუნი მთლიანად შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას და ნაზად ჩაგჩურჩულებთ – "დაიწყე საკუთარი თავით", სწორედ ეს გახდება თქვენი წარმატების საიდუმლო. კურო: დაიღალეთ გაუთავებელი პრობლემებით, რომლებიც გასულ წელს თქვენ და საპირისპირო სქესის ადამიანს გიკავშირდებოდათ? 2016 წელს, ცეცხლოვანი მაიმუნი დიდი ხნის ნანატრ პოზიტიურ ცვლილებებს მოგიტანთ. წელს ოჯახური ბედნიერება გელით. ტყუპები: ეცადეთ, ყველაფერში ოქროს შუალედი იპოვოთ. სწორი ბალანსის დაჭერა ნამდვილად მოგიტანთ წარმატებას. 2016 წელს, ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს ვურჩევთ შეცვალონ ქალური ტაქტიკა და დაიწყონ მოქმედება უფრო თადაჯერებულად და მიზანმიმართულად. კირჩხიბი: ზოგჯერ ნამდვილად მომგებიანია, უკან დავბრუნდეთ, ვიდრე წავიდეთ წინ. კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს 2016 წელს განსაკუთრებული მითითება აქვთ – "ჩამოყალიბდით და დარჩით თქვენს ადგილზე/პოზიციაზე". სწორედ პრინციპულობა მოგვიტანს გამარჯვებას სიყვარულსა და კარიერაში. ლომი: თქვენ გაქვთ უნიკალური უნარი, გარშემო მყოფებზე მოახდინოთ შთაბეჭდილება. ცეცხლოვანი მაიმუნი 2016 წელს განსახვავებული ამოცანის ამოხსნას გთხოვთ. "იყო და არა ვინმეს მოაჩვენო თავი". ეცადეთ გახდეთ უფრო სამართლიანი, გახსნილი გარშემო მყოფებთან, მოიხსენით ნიღაბი – ნახავთ, რომ ადამიანებს თქვენი რეალური "მე" უფრო მოსწონთ, ვიდრე გამოგონილი იმიჯი. ქალწული: გასულმა ორმა წელმა ქალწულების ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები შეიტანა. 2016 წელს ბედისწერის გამოსაცდელი ვადა დასრულდება. თქვენ დაემსგავსებით რაკეტას, რომელმაც დიდი გზის გავლის შემდეგ მიაღწია ვარსკვლავს, მაგრამ არ იცის, როგორ გამოიყენოს მოპოვებული თავისუფლება. სასწორი: მთელი გასული წლის განმავლობაში ინარჩუნებდით გარეგნულ სიმშვიდეს და წონასწორობას. ამით აღფრთოვანებული ცეცხლოვანი მაიმუნი 2016 წელს თქვენთვის მადლობის გადახდას აპირებს და გასაჩუქრებთ ჰარმონიით. თუ რაიმე გადაკარგვინებთ შინაგან წონასწორობას, ეს იქნება მხოლოდ სასიამოვნო სიახლეები თქვენს ცხოვრებაში. მორიელი: 2016 წელი თქვენი ცხოვრების ბევრ ასპექტში გარდამტეხი იქნება. მიზეზი მარტივია, დაიღალეთ 2015 წლის პრობლემებით, უიმედობით და სიძნელეებით, ბოლოს და ბოლოს, დროა, ამას თავი დააღწიოთ. მორიელის ნიშანი ჰოროსკოპში ყველაზე მაგიური ნიშანია, თქვენი ოცნება და მიზანია, შეცვალოთ ყველაფერი. მშვილდოსანი: თქვენ ხომ ოპტიმისტი, სიცოცხლით სავსე ადამიანი ხართ, თქვენთვის არ არსებობს მოუგვარებელი და ძნელი საქმეები. 2016 წელს გირჩევთ, შეხვდეთ ენთუზიაზმით სავსე. ამ წელს გაქვთ შანსი, მიიღოთ მთავარი პრიზი ცხოვრებისგან! თხის რქა: მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი ხართ, მობილიზებული და მოკლე დროში შეგიძლიათ ძნელი დავალების შესრულება. ახალი, 2016 წელი ახალ დავალებებს გპირდებათ, მათი შესრულება გაგხდით უფრო ჭკვიანს, მამაცს და ბედნიერს. მერწყული: მერწყულები ისედაც დაჯილდოებული არიან ტალანტითა და კრეატიულობით. 2016 წელს თქვენს ნიჭს ფართო ასპარეზი გაეხსნება. არ შეიზღუდოთ ფანტაზიები. სწორედ ეს არის თქვენი წარმატების გასაღები. თევზები: სტრესული წლის შემდეგ თევზების ცხოვრებაში ახალი ტალღა იწყება – 2016 მოგიტანთ დიდი ხნის ნანატრ ენერგიას, ძალას, სურვილებს და შესაძლებლობებს. თქვენ გაქვთ შანსი, საბოლოო მიაღწიოთ მიზანს და მიიღოთ ის, რასაც დიდხანს ელოდით. შეგიძლიათ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 21-ე საუკუნეში ხშირად მიდის
მსჯელობა იმაზე, რომელი ძაღლია უფრო საყვარელი, უფრო ლამაზი ან უფრო
გამოსადეგი ამა თუ იმ საქმიანობისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი ძაღლის
ჯიში კონკრეტული პროფესიის ადამიანისთვის იყოს მისი განუყოფელი
პარტნიორი. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძაღლების ლამაზი ჯიშების
ათეულს. მეტად საინტერესოა, როგორია 21-ე საუკუნის სილამაზის
სტანდარტები ადამიანის საუკეთესო მეგობრებისთვის.
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 21-ე საუკუნეში ხშირად მიდის მსჯელობა იმაზე, რომელი ძაღლია უფრო საყვარელი, უფრო ლამაზი ან უფრო გამოსადეგი ამა თუ იმ საქმიანობისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი ძაღლის ჯიში კონკრეტული პროფესიის ადამიანისთვის იყოს მისი განუყოფელი პარტნიორი. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძაღლების ლამაზი ჯიშების ათეულს. მეტად საინტერესოა, როგორია 21-ე საუკუნის სილამაზის სტანდარტები ადამიანის საუკეთესო მეგობრებისთვის.
13:31 / 09.08.2022
კარგად დააკვირდით ფოტოს, ეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
არ გეგონოთ.
კარგად დააკვირდით ფოტოს, ეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გეგონოთ.
13:56 / 21.04.2022
პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველ რომსა
და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით
წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში
ჰკიდებდნენ.
პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველ რომსა და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში ჰკიდებდნენ.
11:56 / 13.05.2021
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა
დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს
გაგიადვილებთ.
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს გაგიადვილებთ.
12:31 / 19.09.2020
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 26 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 15 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.