ასტროფიზიკოსებმა პირველად შეაფასეს სამყაროს განადგურების სიჩქარე,
მიღებული ცნობები კი მისი გარდაცვალების თარიღის დასაზუსტებლად
გამოიყენეს.
მეცნიერებმა კვლევის შედეგები საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის
ყრილობაზე გაამხილეს. სამეცნიერო დასკვნის შესახებ გამოცემა
Science News წერს.
მიღებული ცნობების მიხედვით, ბოლო 2,3 მილიარდი წლის განმავლობაში
ვარსკვლავების გამოსხივების ინტენსივობა ორჯერ შემცირდა. ასტრონომების
აზრით, სამყარომ უკვე გაიარა ასეთი გამოსხივების მაქსიმალური
ინტენსივობის პიკი, ხოლო 100 ტრილიონ წელში ყველა ვარსკვლავი
ჩაქრება.
მას შემდეგ, რაც არსებობას შეწყვეტენ ბოლო კაშკაშა ვარსკვლავები,
სამყაროში მხოლოდ შავი ხვრელები, ნეიტრონული ვარსკვლავები და ცივი
პლანეტები დარჩება. კვადრილიონი წლის შემდეგ პლანეტებიც აღარ
იარსებებს, 10 კვადრილიონი წლის შემდეგ კი ნეიტრონული და ჯუჯა
ვარსკვლავები მასიურ შავ ხვრელებს შეერწყმიან.
იმის შესახებ, რომ სამყარო ნელ-ნელა კვდება 90-იანი წლებიდანაა
ცნობილი, მაგრამ მეცნიერებმა პირველად მოახერხეს ამ პროცესის ტემპის
შეფასება.
მასალის გამოყენების პირობები