სპექტრი+
მცენარეები, რომელიც გაციებისგან დაგვიცავს
ზამთარი გაციებასთან, ხველასთან, სურდოსთან და სხვა მსგავს უსიამოვნებასთან ასოცირდება. საოცარია, მაგრამ მარტივი და ნაცნობი მცენარე გაციებასთან ბრძოლაში, შეიძლება ყველაზე ეფექტური აღმოჩნდეს.
პირშუშხას წვრილად დაჭრილი ფესვი, გაციების საწინააღმდეგო ქმედითი საშუალებაა. მასში შემავალი ფიტონციდები ანადგურებენ ვირუსებს. შეიძლება დავამზადოთ პირშუშხას ნაყენი - 1 საშუალო ზომის ფესვი, წვრილად დავჭრათ და დავასხათ 1 ლიტრი არაყი. ეს ნაყენი შეიძლება გამოვიყენოთ კომპრესების, ან სავლების სახით. პირშუშხამ შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის და კანის გაღიზიანება, ამიტომ მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ნიორი მისი სასარგებლო თვისებები-ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა. პროფილაქტიკის მიზნით, შეიძლება ყოველ დღე დაღეჭოთ 1 კბილი ნიორი. უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად, ნიორი მიიღეთ სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ. ნივრის მიღების ეს მეთოდი გარდა გაციების პროფილაქტიკისა, აქვეითებს არტერიულ წნევას (მსუბუქი ფორმის ჰიპერტონიისას), ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას, აწესრიგებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნერვულ სისტემას.
კიდევ უფრო მარტივია ოთახში ლამბაქზე განლაგებული წვრილად დაჭრილი ნიორის განთავსება. ნივრიდან გამოყოფილი ფიტონციდები, წარმატებულად ანადგურებს ვირუსების მრავალ სახეობას და პათოგენურ ბაქტერიებს, რაც გრიპის ეპიდემიის დროს ძალიან ძვირფასი თვისებაა.
ნიორი უკუნაჩვენებია კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.


ხახვი შეიცავს ორგანიზმისთვის მრავალ სასარგებლო ნივთიერებას და შეუძლია დაგვიცვას მავნე მიკროორგანიზმებისაგან. ყველაზე მარტივია, საკვებად მისი ხშირად გამოყენება მიღება.

თავად ასკილი გრიპისა და გაციების სამკურნალო საშუალება არაა, მაგარამ პროფილაქტიკური მიზნით, ძალიან კარგია. ზამთარში რეგულარულად მოამზადეთ ვიტამინების ჩაი - 1 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ასკილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მასში შედის ვიტამინებისა და მიკროელემენტების უნიკალური თაიგული, რის გამოც იგი ავიტამინოზისა და ნივთიერებათა ცვლის პროფილაქტიკის ბუნებრივი საშუალებაა.

ექინაცეა იმუნიტეტის აღსადგენი ძლიერი საშუალებაა და მისი გამოყენება რეკომენდებულია გრიპისა და გაციების პროფილაქტიკისათვის. ექინაციის ექსტრაქტი თრგუნავს არა მარტო გრიპის ვირუსების, არამედ სტრეპტოკოკის, სტაფილოკოკის, ნაწლავის ჩხირის ზრდას. ექინაციის პრეპარატების მიცემა არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ბავშვობიდან ყველასათვის ცნობილია, რომ ჟოლოს ჩაის იყენებენ გაციებისა და გრიპის დროს, რაც აიხსნება მასში შემავალი სალიცილის მჟავით. ამ უკანასკნელის საშუალებით ხდება ტემპერატურის დაქვეითება. სალიცილის მჟავა ებრძვის ვირუსებს და კლავს მიკრობებს. გაციების პროფილაქტიკისათვის, საუკეთესოა ჟოლოს ფოთლების ჩაი. ეს ნაყენი უფრო ეფექტურია, ვიდრე ცხელ წყალში გახსნილი ჟოლოს მურაბა.

ალოეს სასარგებლო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ძველმა ეგვიპტელებმა იცოდნენ. ალოე ზრდის ორგანიზმის დამცველობით ძალებს, აძლიერებს იმუნიტეტს. ალოეს პრეპარატებისა და ნაყენის მიღება არ შეიძლება ორსულთათვის, მათთვისაც, ვისაც აქვს ღვიძლის დაავადებები. სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 21-ე საუკუნეში ხშირად მიდის
მსჯელობა იმაზე, რომელი ძაღლია უფრო საყვარელი, უფრო ლამაზი ან უფრო
გამოსადეგი ამა თუ იმ საქმიანობისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი ძაღლის
ჯიში კონკრეტული პროფესიის ადამიანისთვის იყოს მისი განუყოფელი
პარტნიორი. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძაღლების ლამაზი ჯიშების
ათეულს. მეტად საინტერესოა, როგორია 21-ე საუკუნის სილამაზის
სტანდარტები ადამიანის საუკეთესო მეგობრებისთვის.
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 21-ე საუკუნეში ხშირად მიდის მსჯელობა იმაზე, რომელი ძაღლია უფრო საყვარელი, უფრო ლამაზი ან უფრო გამოსადეგი ამა თუ იმ საქმიანობისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი ძაღლის ჯიში კონკრეტული პროფესიის ადამიანისთვის იყოს მისი განუყოფელი პარტნიორი. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძაღლების ლამაზი ჯიშების ათეულს. მეტად საინტერესოა, როგორია 21-ე საუკუნის სილამაზის სტანდარტები ადამიანის საუკეთესო მეგობრებისთვის.
13:31 / 09.08.2022
კარგად დააკვირდით ფოტოს, ეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
არ გეგონოთ.
კარგად დააკვირდით ფოტოს, ეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გეგონოთ.
13:56 / 21.04.2022
პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველ რომსა
და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით
წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში
ჰკიდებდნენ.
პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველ რომსა და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში ჰკიდებდნენ.
11:56 / 13.05.2021
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა
დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს
გაგიადვილებთ.
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს გაგიადვილებთ.
12:31 / 19.09.2020
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 15 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.