ტოლერანტობის კვირეული ფარგლებში, შერიგების და სამოქალაქო თანასაწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და სტუდენტებს შეხვდნენ.
"ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა"- ამ თემაზე ლექცია თესაუ-ს სტუდენტებისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტმა, ლევან ლორთქიფანიძემ, წაიკითხა.
საუბარი ტოლერანტობის, სხვადასხვა სოციალურ, ეთნიკურ, რელიგიურ ჯგუფებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობას და ინტეგრაციას შეეხებოდა.
ლევან ლორთქიფანიძემ 1918-1921 წლების საქართველოში უმცირესობათა დაცულ უფლებებზე, კონსტიტუციასა და სახელმწიოფოებრივი მოწყობის სხვა საკითხებზე ვრცლად ისაუბრა.
"ტოლერანტობის კვირეული"ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც 16 ნოემბერს აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები