ხვალ, 18 მარტს, 21 საათზე, მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივით
საქართველოში "მადლიერების ტაშის" აქცია ჩატარდება. ერთსა და იმავე
დროს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და
ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევებენ კორონავირუსთან მებრძოლ სამედიცინო
პერსონალს.
„შემოგვიერთდით და ერთად ვუთხრათ მადლობა სამედიცინო პერსონალს ჩვენს
ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისთვის!
18 მარტს, 21:00-ზე, მთელს საქართველოში, გამოვიდეთ აივნებზე, გავაღოთ
ფანჯრები და ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რადგანაც
ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ!“- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ესპანეთში, ჩინეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში და
სხვა ქვეყნებშიც ტაშის დაკვრით გამოხატეს მადლიერება კორონავირუსთან
მებრძოლი მედპერსონალის მიმართ.
აქციის თანაორგანიზატორია "
სექტორი 3".
მასალის გამოყენების პირობები