რა შემთხვევაში გადავლენ თვითიზოლაციაში უცხოეთიდან ჩამოსული პირები
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განმარტებით,
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე
უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ
პასუხს არ წარმოადგენენ, კარანტინის ნაცვლად 12-დღიან თვითიზოლაციაში
გადავლენ.
მისივე თქმით, საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ის
მოქალაქეები, რომლებსაც ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი,
დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას.
„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ქვეყანაში საქართველოს
მოქალაქეების შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქებას. კერძოდ, საქართველოს
მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის
განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს წარმოადგენენ,
დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას, ხოლო საქართველოს ის
მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი,
კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად,
მათ არ მოუწევთ საკარანტინო სივრცეებში განთავსება. მოქალაქეებს,
რომლებსაც თვითიზოლაციის საშუალება არ ექნებათ, სახელმწიფო ამით
უზრუნველყოფს და კოვიდ-სასტუმროებში განათავსებს“, - განაცხადა
მან.
მასალის გამოყენების პირობები