მოლოდინის რეჟიმის შესამცირებლად 112 -ს ოპერატორები დაემატება– ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტან გომელაურის განცხადებით, 112- ს
უახლოეს 10 დღეში 150 ოპერატორი კიდევ დაემატება.
მისი განმარტებით, 112 – ში შესული ზარების მატება, ორი დღის წინ
დაწყებულმა მასობრივმა ტესტირებამ გამოიწვია.
„ორი დღის წინ დავიწყეთ სწრაფი ტესტები, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს და
ეს მოლოდინის რეჟიმი ავიდა 7-6 5 წუთზე. არის შემთხვევევები, როცა
უნდათ ოჯახის ექიმთან დაკავშირება. გვინდა უფრო გავამარტივოთ თემა.
გვინდა დავამატოთ ახალი ოპერატორები, გასამმაგებულია დღეს რაოდენობა
იმასთან შედარებით, რაც იყო ჩვეულებრივ რეჟიმში. 300 ოპერატორი
მუშაობს 24 საათის განმავლობაში თითქმის და 140-150 ოპერატორს კიდევ
დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში. გადავიწყვიტეთ
რომ სერვერები გავაძლიეროთ. ვეცდებით მაქსიმალურად სწრაფად გავაკეთოთ
ეს,“ - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები