პოლიციამ სოფელ ფშაველში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის
მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს.
დაკავებულია 1 პირი - 1996 წელს დაბადებული თ.ბ.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ წარსულში
არსებული უთანხმოების გამო, სიძეს - მის დასთან არარეგისტრირებულ
ქორწინებაში მყოფ 1982 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, სანადირო
თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ
ფშაველში დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო
თოფი.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები