კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული
საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად
არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე 3 პირი
დააკავეს.
დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ა.ა. 1991 წელს დაბადებული
რ.ო. და 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21
დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ა.ა.-მ ცოლად
შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ
აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას 2004 წელს
დაბადებულ ფ.ა.-ს.
რამდენიმედღიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვანის
ადგილსამყოფელი დაადგინა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების
უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ“ ქვეპუნქტებით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები