გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში არამდგრადი
ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +17
გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში
გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი
იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია
მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი
+9 გრადუსია მოსალოდნელი. +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი
სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.
მასალის გამოყენების პირობები