გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +16
გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც
წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში
+18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის
განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია
მოსალოდნელი. სიღნაღში დღისით წვიმა და +16 იქნება, ღამით კი +8
გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები