დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე
მეტი 262 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 53,
იმერეთში - 50, ქვემო ქართლში - 20, შიდა ქართლში - 13, გურიაში - 4,
სამეგრელო - ზემო სვანეთში - 44, კახეთში - 33, მცხეთა-მთიანეთში - 7,
სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.
ამ ეტაპზე კორონავირუსით 15 525 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 4 395
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მძიმე პაციენტია 920, ხელოვნური
სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213. კლინიკურ-სასტუმროებში 657 ადამიანია
მოთავსებული. მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე10 473 პირი გადის.
თვითიზოლაციაში 24 074 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები