რესტორნები და კაფეები მომხმარებლების მიღებას ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც შეძლებენ
რესტორნები მომხმარებლების მიღებას ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც
შეძლებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან
არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირას აკრძალულია კვების
ობიექტების ფუნქციონირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ
სტუმრების მიღება და მუშაობენ მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისზე.
აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან კვების
ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია
სივრცეშიც მიიღონ. ცხადია, რეგულაციების სრული დაცვით“, - აღნიშნა
მან.
მასალის გამოყენების პირობები