გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში კვლავ ნალექიანი
ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსამდე გათბება.
იწვიმებს გურჯაანში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი
+16 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის
განმავლობაში +26 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +16
გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღის
განმავლობაში +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია
მოსალოდნელი. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +25 გრადუსი იქნება,
ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები