გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 მაისს საქართველოს
ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი.
29-30 მაისს საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია
სეტყვა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში
+20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში
+28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 29-30 მაისს იქროლებს ძლიერი
ქარი. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები